მსახიობი მარინა კახიანი გადაცემა „შუადღის“ სტუმარი იყო, სადაც მეუღლეზე, გია მატარაძეზე, სიყვარულზე და ერთად გატარებულ წლებზე ისაუბრა.
როგორც მარინა კახიანი აღნიშნავს, მისი გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი, დღესაც არ განელებულა.
„იმდენად ძლიერი ტკივილი იყო, რომ მე გიას სახელსაც კი არ ვახსენებდი.
როდესაც ასეთი ძლიერი სიყვარულია, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის, მშობელი თუ ახლო ადამიანი...
როცა ასეთი კავშირია, ის შენთან რჩება, უბრალოდ ცდილობ, რომ ტკივილი მიაძინო და სხვა რამეში გადაიტანო, მით უმეტეს არტისტებისთვის რთულია, გია იყო ჩემი უმთავრესი მამაკაცი, განსაკუთრებული სიყვარული იყო“,- აღნიშნავს მარინა კახიანი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 რომანტიკული ვალსი და მეგობრები - როგორ აღნიშნა ნინო ნადირაძემ დაბადების დღე