
თითქმის ყველა ადამიანს სურს ცხოვრებაში თავისი სიყვარული იპოვოს. სიყვარულის ისტორიები ადამიანებთან ერთად, ყოველთვის განსხვავებულია.
როგორ აუხსნიათ სიყვარული გამორჩეულად მათ ან მათთვის და რაზე ლაპარაკობენ, როდესაც სიყვარულზე ლაპარაკობენ? - „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ქუჩის გამოკითხვა.
„იმდენი ახსნა მიმიღია არც ერთი არ მახსენდება, არა გახსენებით კი მახსენდება, მაგრამ რომელი ერთი ვთქვა არ ვიცი. ნებისმიერ ასაკში ნამდვილად მნიშვნელოვანია სიყვარული. თქვენ ისეთი ადამიანი გააჩერეთ ახლა სულ სიყვარულისთვისაა დაბადებული“.
„მე ისეთი მძიმე ბავშვობა გადავიტანე, მარტო ვცხოვრობდი და მინდა გითხრათ, რომ სიყვარულმა გადამარჩინა. სიყვარული მუდმივია და ხანგრძლივი. ბედნიერია ის კაცი, ვინც სიყვარულით ცოცხლობს.
ჩემი სიყვარული ჩემს მეზობლად ცხოვრობდა. საბუდარელი ჭაბუკის გადაღება, რომ დავიწყეთ თებროლე არ გვყავდა. რაც ლამაზი გოგოები იყო საქართველოში ყველა აქ მოჰყავდათ ჰოდა ეს ჩემი მეზობელიც აქ მოიყვანეს. გავიცანი გადაღებაზე და ასე დაიწყო ჩვენი სიყვარულის ისტორია. მერე ვხვდებოდით ერთმანეთს და ასე...სიყვარულმა მაინც თავისი ქნა და კი ვართ ახლა ერთად... ვიღაცას არ მოეწონება ან მე არ მოეწონება, მაგრამ სიყვარულია ეს ყველაფერი და ნორმალურია“, - იმედა კახიანი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: