მომღერალი და „ჯეოსტარი“ 2006-ის გამარჯვებული, თინა ჭულუხაძე სტუმრად შვილთან, მათე მარტიაშვილთან ერთად გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა, სადაც კარიერასა და ოჯახზე ისაუბრა:
„ხალხის სითბო და სიყვარული დღემდე მომყვება. პაუზა კი მქონდა კარიერაში, მაგრამ ქუჩაში მაინც მცნობენ და მეფერებიან. ეს ყველაფერი ყველაზე მნიშვნელოვანია მომღერლისთვის. მათემ კიდევ დამავიწყა ჩემი ყველაფერი და მაქსიმალურად მინდა მის წინსვლას გვერდში დავუდგე. პატარა იყო, როცა ვამჩნევდი მუსიკალური ბავშვი იყო. ძალიან მინდოდა ემღერა. სულ ვმღეროდით დაძინებისას და ა.შ.
15 წლის ვიყავი, როცა „ჯეოსტარში“ გავიმარჯვე. მე ფაქტობრივად იქ ვისწავლე სწორად მღერა. ნატურალური ბავშვები ვიყავით და მომდევნო ეტაპები ზედნაშენი. ძალიან დიდი გამოცდილება მოიტანა. მათეს სცენაზე გამოსვლისას თითქოს ორმაგი პასუხისმგებლობა მქონდა.
ჩემი ოჯახი არის ორჯერ დევნილი სამაჩაბლოდან, 1991 წელს, როცა დავიბადე მუცლად ყოფნიდან გადმომეცა დევნილის სტატუსი. ცხინვალში დავკარგეთ ყველაფერი, რაც ჩემს ოჯახს ებადა. 2008 წლის ომიც დაგვემთხვა. იმდენი ტრაგედია და უბედურება გადახდა ჩემს ოჯახს და გარშემომყოფებს აღარ გვემღერებოდა. ამიტომ როცა დავოჯახდი გვერდით გადავდე კარიერა და ოჯახს მივუძღვენი თავი“, - ამბობს თინა ჭულუხაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რა უნდა ვიცოდეთ ქალური დაავადებების შესახებ? - ზაზა თელიას რჩევები
⭕„დასრულებული მაინც არაფერია...“- გოგა ჩანადირი საქართველო-ჩეხეთის თამაშზე