უკვე 30 წელზე მეტია ნაირა ნაჩხატაშვილი, ყოველ წითელ პარასკევს, უფლის დატირების საგალობელს „საჩინოს“ გალობს და გულით დასტირის უფალს.
მან აღნიშნული საგალობელი ილია მეორესთან ერთად შექმნა. ნაირა ნაჩხატაშვილი ილია მეორის ხსოვნის პატივის მისაგებად სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა და უწმინდესი გაიხსენა:
„სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებ ამ დიდ ტკივილს, ჩვენი დიდი მამის, ჩვენი უწმინდესის და უნეტარესის გარდაცვალების გამო.
მოვდივარ და ძალიან რთული იყო აქ შემოსვლა. ძალიან დიდი რაოდენობაა ხალხის. თუ არ დაიმსახურებდა ამ სიყვარულს, ასე არ იქნებოდა.
პირადად მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, რომ დაინახეს ჩვენი უწმინდესი, უამრავი სიკეთეებით, სათნოებით, უფლისმიერი სიყვარულით. დარწმუნებული ვარ ყველა ისურვებს მის ნათელში ყოფნას. იმედი გვაქვს ქრისტესთან წავა მისი სული“, - ამბობს ნაირა ნაჩხატაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო და გაგრძელდება 22 მარტამდე, მის დაკრძალვამდე.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „საფლავი არის მიწის კარი, მაგრამ სულისთვის - ცის დასაწყისი....“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე