ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.
ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ქრისტიანობასა და სიკვდილზე საუბრობს:
„ერთი რამ უნდა იცოდეს ყველა ქრისტიანმა, რომ ქრისტიანულ ცნობიერებაში არ არსებობს „სიკვდილი“.
ქრისტიანობა გარდაცვალებას განიხილავს, როგორც დროისა და მარადისობის შეხვედრის მომენტს.
მიწაზე, ადამიანის ცხოვრება შეზღუდულია. ის ემორჩილება საათის მექანიზმს. მარადისობა კი წლების ჩარჩოს სცდება.
სხეულის დატოვება დასასრული კი არაა - ესაა მომენტი, რომლის მიღმაც დრო მარადისობაში გადადის.
თავად ქრისტე ღმერთის სიტყვებია: „ვისაც მე ვწამვარ, კიდეც რომ მოკვდეს იცოცხლებს“.
ამ მატრიცულ სისტემას, ქრისტეს და მისი პოსტულატების შეცნობის გარეშე ვერავინ დააღწევს თავს.
რიგით მე-8 დღე, ანუ მარადიული სიცოცხლე სწორედ მისი დიდებით დაბრუნების შემდეგ დაიწყება.
ნუმეროლოგიურ სამყაროშიც ციფრ 8-ს დიდი დატვირთვა აქვს.
ის აერთებს ორ სამყაროს: მიწიურს და ზეციურს.
მე-8 დღე იქნება მიწისა და სხეულის ხელახალი შეერთება.
მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი პირველი მაგალითია, თუ როგორი იქნება მართალთა სხეული და ბუნება.
ადამიანთა სხეულები, როგორც პლაზმა და მზესავით მანათობლები დაახლოებით ამგვარ სახეს მიიღებენ.
აღარ იქნება მაშინ ვაება, განკითხვა, კვდომა, ჭკნობა, ავადობა, დაბერება და ა.შ.
იქამდე კი სანამ ადამიანი მიწაზეა, მუდამ ნახავთ სიცრუეს, მტრობას, ქიშპს, კვლას, საყოველთაო მარაზმს სხვა ბევრ ნეგატივთან ერთად.
და ბოლოს: საფლავი არის მიწის კარი, მაგრამ სულისთვის - ცის დასაწყისი.
საფლავი მხოლოდ სხეულის სიჩუმეა, სული კი ღმერთთან აგრძელებს დიალოგს“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: