„ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის ორ მატჩიან დუელში მეოთხედფინალურ ეტაპს „მილანთან“ დაპირისპირებაში გამოეთიშა. ალბათ პირველად, საკმაოდ კრიტიკული იყო ხვიჩას მიმართ იტალიური მედია:
Corriere Dello Sport – 5 ქულა: „მილანის“ რამდენიმე ფაზიანი მეურვეობის მიუხედავად, ის ხშირად დაცვას ცდებოდა. განსაკუთრებით, მეორე ტაიმში ახერხებს გალიიდან თავის დაღწევას, როგორც ამის გაკეთება მხოლოდ მას შეეძლო. მუხტი ჰქონდა და გუნდსაც აფხიზლებდა. ბოლოს დანებდა. პენალტმა კი „ნაპოლის“ თამაშის ფინალურ ნაწილში იმედი წაართვა, ვინ იცის, რა შეიძლებოდა მომხდარიყო.
Eurosport - 4.5: მხრებზე „ნაპოლის“ მთელი სიმძიმე ჰქონდა. ის ცდილობდა, მაგრამ გალიაში იყო, რომლისგან თავის დახსნა ძნელია. რა თქმა უნდა, იმ პენალტმა მატჩის ბოლოს, ოცნებებს მოკლა.
Calcionapoli 1926 – 5 ქულა: იმედის პენალტი გააფუჭა. მისგან ყოველთვის მეტს მოელიან, კალაბრიას კი ვერ ატყუებდა.
Goal Italia - 4.5 ქულა: თითქოს კარგად დაიწყო, მაგრამ ხელიდან გაუშვა რამდენიმე საგოლე მომენტი. მეორე ტაიმის სტარტზე რამდენჯერმე სახიფათო იყო, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა. პენალტის ნიშნულიდან მისი შეცდომით კი „ნაპოლის“ ბოლო იმედიც წაართვა.
Sportmediaset – 4.5 ქულა: კატასტროფის დარქმევა გაზვიადებულია იმის გათვალისწინებით, რომ ის მთელ თამაშს დრიბლინგებსა და შანსების შექმნაში ცდილობდა. მაგრამ ბალანსი ისაა, რომ ხშირად კალაბრიას ვერ სცდება, როცა ამას ახერხებს, ფუჭი დარტყმებით ასრულებს ყველაფერს, იმის ნაცვლად, რომ თანაგუნდელები მოეძებნა. საბოლოოდ, პენალტიც ვერ გაიტანა, ვინ იცის, ეს როგორ შეცვლიდა თამაშის ბედს. მოკლედ: საშინელება იყო.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: