Digest Logo

🎥 როგორ განვასხვაოთ ბულინგი აგრესიული ქცევისგან, ფსიქოლოგია სკოლაში და რჩევები მშობლებისთვის - ნატა ასათიანის შემეცნებითი ინტერვიუ

1747121683
ნატა ასათიან

ნატა ასათიანი არის თსუ ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი. აქვს მრავალწლიანი სწავლების გამოცდილება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტებში. არის 2 წიგნის ავტორი „ყველაფერი საჯაროდ საუბრის შესახებ” და „ბულინგი – ფორმები და ფსიქოლოგიური მექანიზმი”.

იგი „აზროვნების აკადემიის“ პოდკასტში  „სკოლაზე, პაატა პაპავასთან ერთად“ იმყოფებოდა, სადაც ბულინგზე, აგრესიულ ქცევაზე, ფსიქოლოგიის როლზე სკოლაში და მშობლების ჩართულობაზე ისაუბრა:

„სკოლებში კლიმატს ბევრი რამ აფუჭებს, ერთ-ერთი არის გარემო, სადაც მოსწავლე თავს არ გრძნობს უსაფრთხოდ, სადაც მოსწავლე არ არის ლაღი, არ აქვს საშუალება ნებისმიერი შეკითხვა რაც მას აქვს დასვას. 

არაჯანსაღი გარემო კი ხშირად მაპროვოცირებელია ბულინგის. უფროსებისგან წახალისებული ბავშვი ყოველდღიურ რეჟიმში არის, ნებისმიერი საინფორმაციო რომ ჩავრთოთ, აღმოვაჩენთ აქაც კი როგორ არის წახალისებული ძალადობა და ბულინგი. 

სწორედ იმიტომ, რომ გვეშლება რა არის ბულინგი და უბრალოდ აგრესიული ქცევა - ამიტომ ვერ გავდივართ შედეგზე. 

როგორ განვასხვაოთ, ბულინგის ნიშნებია: 

  1. ბულინგი უმეტესად ჯგუფური ხასიათისაა, ამ ქცევას ჰყავს თვითმხილველი. 
  2. ძალთა დისბალანსი - მუდმივად ერთი მოზარდია მსხვერპლი და დაჩაგრული
  3. დროში ხანგრძლივი ამბავი

რჩევები მშობლებისთვის: 

არსებობს მნიშვნელოვანი დეტალები, რაც არ უნდა გამოეპაროს მშობელს, მასწავლებელს. 

როგორც კი ბავშვის ხასიათის უეცარ ცვლილებას ვამჩნევთ, ვაბრალებთ თინეიჯერობის ხანას, არადა ამგვარ სტერეოტიპულმა ხედვამ შესაძლოა აი, ის მთავარი გამოგვატოვებინოს. ნუ ვიქნებით ასე სირაქლემას პოზიციაში, თუ კი შეამჩნევთ ხასიათის დრამატულ შეცვლას, უნდა გქონდეთ შვილთან ურთიერთობა. 

მშობლისთვის მეორე სიგნალია კვებაში ცვლილება, უმადობა ან თუ აღარ ჭამს თქვენთან ერთად და უძილობამ უნდა გაფიქრებინოს რაღაცაში ხომ არ არის საქმე. 

მერე იწყებ მასთან საუბარს, არა ისე - აბა, რა ხდებოდა სკოლაში? ამაზე პასუხია არაფერი. უთხარი, რომ დაიღალე სამსახურში, რომ წამოიყვანო საუბარში. 

კარგი სკოლა და ფსიქოლოგია სკოლაში: 

კარგია სკოლა, რომელშიც აცნობიერებენ მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებას, ახალისებს ინდივიდუალიზმს. კარგია სკოლა, სადაც პედაგოგის მთავარი მიზანი არის  მოსწავლის თვალსაწიერის გაფართოება. კარგია სკოლა, სადაც მოსწავლეს კითხვის დასმის არ ეშინია, არამედ პირიქით ბევრი შეკითხვებით ბრუნდება სახლში. კარგია სკოლა, სადაც ფსიქოლოგიური უსაფრთხოება დაცულია.

ყველა სკოლაში უნდა იყოს შტატი ფსიქოლოგის. 21-ე საუკუნის ნომერ პირველი გამოწვევა არის მენტალური ჯანმრთელობა, ფსიქიკა ადამიანის. სკოლა არის ადგილი, სადაც მოსწავლეები იყრიან თავს, წლიდან წლამდე სოციალური უნარების გამომუშავება უჭირთ, შესაბამისად ფსიქოლოგია არის ინფორმაცია ყოველდღიურობის შესახებ. 

იდეალურ საქართველოში ყველა სკოლაში უნდა ისწავლებოდეს ფსიქოლოგია, როგორც საგანი, დისციპლინა“, - ამბობს ნატა ასათიანი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„მთელი სამყაროს სიყვარულს რომ იტევს ის სიკეთის მზეა“ - როგორ ულოცავს ნათია ბანძელაძე შვილიშვილს დაბადების დღეს

გიორგი ფხაკაძე საქართველოში არსებულ მომაკვდინებელ პარაზიტზე – „უხილავი მტერი, რომელიც შინაგან ორგანოებს ანადგურებს!“

„ეცადეთ, არ აჰყვეთ ემოციებს - ზედმეტი ნერვიულობა უარყოფითად იმოქმედებს თქვენზე“ - 13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან