Digest Logo

იმერული ხაჭაპურის მომზადება კვლავ გაიაფდა

1717405563
იმერული ხაჭაპური

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი 2024 წლის მაისის ხაჭაპურის ინდექსს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ  5.83 ლარი შეადგინა, რაც 6.5%-ით ნაკლებია წინა თვესთან შედარებით, წლიურ ჭრილში კი მაჩვენებელი 1.3%-ით გაიზარდა.

2024 წლის მაისში ხაჭაპურის ინგრედიენტებისთვის ყველაზე ძვირად ღირებული ბაზარი თბილისი აღმოჩნდა. აქ ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულებამ 6.47 ლარი შეადგინა, რაც 11%-ით აღემატება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს.

თვიურ ჭრილში ინდექსი საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში შემცირდა, გამონაკლისი მხოლოდ ბათუმი იყო. ყველაზე დიდი –  15.5%-იანი კლება ქუთაისში დაფიქსირდა.

ინდექსის აღნიშნული ვარდნა ნედლი რძის წარმოების ტრადიციულ, სეზონურ ტენდენციას მიყვება.

როგორ წესი, საქართველოს სხვა მხარეებთან შედარებით, ყველის ფასის სეზონური რყევები ყველაზე მეტად ქუთაისში იგრძნობა. აღნიშნული შეიძლება იმით აიხსნას, რომ იმერეთი ქვეყნის რძის უმსხვილესი მწარმოებელი რეგიონია, სადაც რძის წარმოების სეზონის დაწყებისთანავე ფასები მცირდება.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 ახალი კვლევა - ფორთოხლის ქერქი შესაძლოა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყოს

⭕„3 ივნისი მნიშვნელოვანი დღეა, ჩამოწერეთ დილიდან თქვენი სურვილები, საღამოს შეგიძლიათ დაწვათ და ქარს გაატანოთ“ - გოგა მანიას წინასწარმეტყველება

🎥 „კარგი პერიოდია ქორწინებისთვის და რომანტიკული ურთიერთობებისთვის... კვირის პირველი 3 დღე გამოიყენეთ მაქსიმალურად“ - ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის