მომღერალი ხათუნა ჟორდანია ცნობილი მომღერლის ზურა ხაჩიძის მეუღლეა. მან ცოტა ხნის წინ მძიმე სენი დაამარცხა და საბოლოოდ გამოჯანმრთელდა.
ხათუნა გადაცემის „სიცრუის დეტექტორი“ სტუმარი იყო, სადაც პირად ცხოვრებაზე დასმულ შეკითხვებზე გულწრფელად უპასუხა.
მან მაყურებელს სიმართლეც გაუმხილა, აღმოჩნდა, რომ მას რეალურად ნატალია ჰქვია.
„ჩემი ნამდვილი სახელია ნატალია, რომელიც მე ძალიან მიყვარს. ეს სახელი მშობლებმა დამარქვეს, რუსი ბებიის პატივსაცემად.
როცა სამშობიაროდან გამომიყვანეს, ჩემმა ძმამ საშინლად გააპროტესტა, ვერ აიტანა კიდევ მეორე ნატაშა ოჯახში. მშობლებს გამოუცხადა, რომ მე მას ხათუნას დავუძახებო. მაშინ იყო 5 წლის, არავინ იცის საიდან მოიტანა ეს სახელი“, - ამბობს ხათუნა ჟორდანია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ერთი ნაბიჯი დაგვრჩა, რომელიც უნდა მივიყვანოთ ბოლომდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას მიმართვა