Digest Logo

🎥 „ინტელექტი არ მოაქვს ხარისხებს და ბევრი წიგნის კითხვას... ისინი ნებისმიერ პროფესორზე და დოქტორზე მეტნი არიან“ - რას ამბობს მალხაზ გველუკაშვილი

1793621051
მალხაზ გველუკაშვილი

მეტაფიზიკოსი, ოკულტისტი მალხაზ გველუკაშვილი, რომელიც ხშირად დადის ტელე და ონლაინ გადაცემებში, ყოველთვის საუბრობს მეტაფიზიკაზე, ალტერნატიულ ცოდნაზე, ისტორიასა და ადამიანური ყოფის მისტიკურ მხარეებზე.

გველუკაშვილი ხშირად აკეთებს პროგნოზებსა და განმარტებებს საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ პროცესებზე, რაც მედიაში ინტერესსა და დისკუსიას იწვევს.

მისი საჯარო იმიჯი მჭიდროდ არის დაკავშირებული ეზოტერიკულ და ოკულტურ თემებთან.

იგი ამჯერად პოდკასტის „საიდუმლოს მიღმა“ სტუმარი იყო, სადაც ადამიანის ინტელექტზე ისაუბრა:

„30 წლის წინ ვთქვი ასეთი რამ, რასაც დიდი ამბავი მოჰყვა: ინტელექტი არ მოაქვს ხარისხებს და ბევრი წიგნის კითხვას. მინახავს ადამიანები, რომლებსაც სამი კლასი განათლებაც არ ჰქონიათ, მაგრამ იყვნენ ინტელექტუალები, იყვნენ უმაღლესი კლასის. ხეებს უსმენდნენ, ყველაფერს გრძნობდნენ. აი, ეგ არის ინტელექტი. ისინი ნებისმიერ პროფესორზე და დოქტორზე მეტნი არიან ხარისხით, ვინც არ უნდა იყოს თავისი შინაგანი ცნობიერებით. საქმე ისაა, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ ჩვენ გარშემო, ოღონდ სძინავთ და შეიძლება გააღვიძო. შენი მიზანი არ უნდა იყოს, რომ რამე ასწავლო, ვერ ასწავლი, სინამდვილეში შენ ახსენებ მას, იმიტომ რომ ადამიანში დევს ყველა ის ინფორმაცია.

იმიტომ ვამბობ, შენს გონიერებამდე უნდა მიხვიდე, მესამე საფეხურია მენტალის. პირველი უმაღლესი საფეხური სიყვარულია, ამიტომ ამბობს ქრისტე, ღმერთი სიყვარულიაო. ამას მოჰყვება მეორე საფეხური, რომელსაც სიბრძნე ჰქვია. მესამე საფეხური არის გონიერება. ეს სამივე საფეხური აუცილებელია იმისათვის, რომ მერე ეს ყველაფერი აი, იმ ემოციაში გადმოიტანო, რომელიც ლაგდება ადამიანში. მეოთხე საფეხური თანაგრძნობის პოზიციაა, საიდანაც იწყება უკვე შენი ადამიანობა, იმიტომ არის ის გულის საფეხურია. მეხუთე სიცოცხლეა, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი უნდა გაცოცხლდეს და გამატერიალიზდეს“, - ამბობს მალხაზ გველუკაშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 სადგურის მოედანზე ხანძარია

⭕როგორ ავარჩიოთ ყველაზე წვნიანი და ტკბილი მანდარინი?

⭕„მოსაზრება საკმაოდ გავრცელებულია მშობლებს შორის, თუმცა ყოველთვის არ შეესაბამება სინამდვილეს“ - რას წერს პედიატრი

✕