Digest Logo

ირაკლი კობახიძე: მერაბს და საბას ვუხდი მადლობას ღირსებისთვის და ვუსურვებ სამომავლო წარმატებებს სპორტულ კარიერაში

1794580623
ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის გათავისუფლებას ეხმაურება.

მთავრობის მეთაური მადლობას უხდის როგორც ქართული უწყებების ხელმძღვანელებსა და საამიროების ხელისუფლებას, ისე იმ პირებს, რომლებმაც სპორტსმენების ფინანსური და იურიდიული ხარჯები სრულად დაფარეს.

„როგორც ცნობილია, მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა დღეს დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

მადლობა მინდა გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს, რომლებიც მყისიერად ჩაერთნენ კოორდინაციაში მათი უფლებების სათანადოდ დაცვის უზრუნველსაყოფად. მადლობა მათ, ვინც მერაბისა და საბასთვის საადვოკატო მომსახურებისა და ჯარიმის ხარჯები სრულად დაფარა.

ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას გულისხმიერებისა და სამართლიანი მართლმსაჯულებისათვის.

მათ მიიღეს სამართლიანი გადაწყვეტილება როგორც მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ისე იმ პირთა მიმართ, რომლებიც მათ სრულიად უღირსი ფორმით დაესხნენ თავს.

მერაბს და საბას ვუხდი მადლობას ღირსებისთვის და ვუსურვებ სამომავლო წარმატებებს სპორტულ კარიერაში!“, - წერს ირაკლი კობახიძე.

ცნობისთვის, 11 ნოემბერს, აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში, ინტერვიუს დროს მერაბ დვალიშვილს უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა. ინციდენტის შემდეგ ადგილობრივმა პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ „მტკვარი სისხლით მოედინებოდა...“ - შიდა ქიშპი, დაკარგული სახელმწიფოებრიობა და 100 ათასი წამებული: გიორგი ლობჯანიძის ისტორიული ანალიზი

⭕ ვარსკვლავური გზავნილი კვირისთვის: რომელი ზოდიაქოს ნიშნები აღმოჩნდებიან ფინანსური და პირადული წარმატების ეპიცენტრში

⭕ ზვიად ლაზიშვილი – „როგორც ვიცით, მერაბი და საბა 17:00 საათზე თავისუფლები იქნებიან“

✕