Digest Logo

ირაკლი ოქრუაშვილს პროკურატურაში ბრალი წარუდგინეს - საქმე ეხება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობას

1744025513
ირაკლი ოქრუაშვილი

საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს თბილისის პროკურატურაში ბრალი წარუდგინეს.

საქმე ეხება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობას.

ირაკლი ოქრუაშვილს ბრალდება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე წარედგინება.

პროკურატურაში გამოძიება 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

პროკურატურამ ოქრუაშვილის წინააღმდეგ გამოძიება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ოქრუაშვილმა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადებაზე უარი თქვა. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მადლობა ამსტერდამს დაუვიწყარი მოგონებებისთვის“ - რა კადრებს აქვეყნებს მარიამ შენგელია

⭕„ეს არის გლობალური და პოზიტიური ცვლილებების დრო ბიზნესში“ - აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

⭕რატომ არ ჩნდება ხშირად ეკრანზე ლიზა ჩიჩუა? რამდენად ეჭვიანია პატარა გიო? - ლიზა ჩიჩუა გამომწერებს პასუხობს