Digest Logo

🎥 ირაკლი რუხაძე: „ნაცმოძრაობის“ დროს „ლიბერთის“ მოდელი პენსიონერებისა და 300%-იანი სესხების ხარჯზე მუშაობდა, ჩვენ ეს მოდელი გადავაგდეთ“

1777536245
ირაკლი რუხაძრე

ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე „კაცმანის პოდკასტში“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც „ლიბერთი“ ბანკის ირგვლივ არსებულ კითხვებს უპასუხა და განმარტა, რა იყო ამ ბანკის სპეციფიკური ბიზნესმოდელი, რომელიც პენსიონერების მომსახურების ტენდერში გამარჯვებითა და მასშტაბური ინფრასტრუქტურით არის განპირობებული.

რუხაძის თქმით, ბანკს დღეს ასეულობით ფილიალი აქვს და 5600 თანამშრომელი ჰყავს, რაც, მისივე განმარტებით, „ბაზისბანკთან“ გარიგებისას ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იყო.

„ამ სტაფზე დგას მისი წარმატების მოდელი და არ მგონია, სტაფის შეკვეცა უნდოდეთ. პირიქით, ვფიქრობ, ამ გარიგების შემთხვევაში „ლიბერთის“ თანამშრომლები უფრო დაცულები არიან“, - აღნიშნა რუხაძემ.

ბიზნესმენი ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ნარატივს უცხოელი ინვესტორების „გაძევების“ შესახებ და მას სიცრუე უწოდა:

„ლიბერთი ბანკი, დაახლოებით, 8 წლის წინ ვიყიდეთ. „ბაზის ბანკი“ არ იყო ჩვენი საუკეთესო ვარიანტი, რადგან სპეციფიკური გარიგებაა, თანხას ნაწილ-ნაწილ ვიღებთ, თუმცა, როცა სრულად დავიბრუნებთ, ეს იქნება 8 წელიწადში მიღებული 10-ჯერ მეტი ამონაგები. საუკეთესო ვერსია იყო ერთი დიდი დასავლეთევროპული ბანკი, რომელიც ბევრჯერ უფრო დიდია, ვიდრე მთელი საქართველოს საბანკო სისტემა. მათ „ლიბერთი“ ძალიან აინტერესებდათ; საინტერესო გარიგება იქნებოდა და ჩაიშალა იმიტომ, რომ აქ დაიწყეს პოლიტიკური გამოსვლები და მათ ფაქტობრივად მისწერეს, აქ არ ჩამოხვიდეთ, აქ ცუდია და რაღაცა. გარეთ ისეთი სურათი გადიოდა, რამაც ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა ამ ბანკის ნორმალურად გაყიდვა და მაინც ლაპარაკი მოგვიწია საქართველოში უკვე ვინც იყო ისეთ ბაკთან. აქედან რომ გადის ისტორიები, რომ ამერიკელებს აგდებენ, გერმანელი გააგდეს, მარტო ჩინელებს აძლევენ, ამით ყველას გიგდებენ ღირებულებებს. რაც ტყუილია სხვათა შორის, არავინ არ გაუგდიათ და ჩინური ფული არ შემოსულა საქართველოში 2012 წლის შემდეგ.

როცა პენსიონერების მომსახურების ტენდერი გამოცხადდა, „ლიბერთის“ გარდა მონაწილეობა არცერთმა ბანკმა არ მიიღო. ბიზნესის ამოცანაა მოგების დაწერა იმ კანონის ფარგლებში, რომელიც მოქმედებს ქვეყანაში. ბიზნესის საქმე არ არის, მაგალითად, ისეთი საკითხი, როგორი ეკოლოგიური გარემო უნდა არსებობდეს საქართველოში. ამაში ინვესტორი ფულს არ მაძლევს. საქართველოს მაგალითზე ბიზნესი ისეა მოწყობილი, რომ მის უკან ერთი კონკრეტული ადამიანი ან მცირე ჯგუფი დგას და „პატარა“ ადამიანს ინვესტიციით შესვლის საშუალება არ აქვს. ბიზნესში ფულს გაძლევენ მოგების ოპტიმიზაციისთვის და არა იმისთვის, რომ თქვა: „მე აქ მტკვარი უნდა დავასუფთავო“. ამისთვის გიჩივლებენ და ჩაგსვამენ ციხეში. ქველმოქმედება კი შენი პირადი ფულით უნდა დაიწყო, რომელსაც სახლში წაიღებ. მაგალითად, ჩვენ გვქონდა ქველმოქმედების პროგრამები, რომლებიც, ცხადია, ჩვენს ბიზნესთან იყო კავშირში - პენსიონერებისთვის დადიოდა მანქანები, სადაც მათ უფასო სამედიცინო მომსახურებას უწევდნენ“,- აღნიშნა რუხაძემ.

ირაკლი რუხაძემ ასევე გაიხსენა ბანკის პრივატიზების ისტორია, რომელიც წინა ხელისუფლების (ნაციონალური მოძრაობა) პერიოდს უკავშირდება. მან აღნიშნა, რომ თავის დროზე ბანკის ყიდვაში ხელი შეუშალეს, შემდეგ კი მის მფლობელ ოჯახს წაართვეს.

„გეტყვით, რატომ არის პენსიონერების თემა ასე ყბადაღებული. ვინც ამაზე ლაპარაკობდა, იყო ვაშაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსანი. მაგ დროს მე ბანკს კერძო ოჯახისგან ვყიდულობდი, თუმცა მიჭერდნენ იმის გამო, რომ არ მეყიდა. ამ დევნის გამო ქვეყნიდან წავედი, იმ ოჯახს კი ბანკი წაართვეს. ვითომ არსებობდა ვიღაც ინვესტორი, რომელიც ბუნებაში ვერ ვიპოვეთ და რომელსაც კაპიკი არ ჰქონდა გადახდილი; შემდეგ იყო ლადო გურგენიძე, რომელიც სააკაშვილის მიერ იყო ხელდასხმული.

მოდელი, რომელიც ამ ბანკს ჰქონდა, ორ ფეხზე იდგა: შემოსავლის ნახევარი მოდიოდა პენსიონერების სესხებიდან, ხოლო მეორე ნახევარი - ძალიან მაღალი მიკროკრედიტებიდან, რომლებიც 300%-მდე ადიოდა. იცოდნენ, რომ 10-დან 9 კაცი თანხას ვერ დააბრუნებდა, მაგრამ ფულს მაინც აკეთებდნენ. მას შემდეგ, რაც ბანკი ჩვენ ვიყიდეთ, სახელმწიფომ პროცენტზე გარკვეული შეზღუდვა დააწესა. როგორც კი მეორე დღეს გურგენიძე წავიდა, გვითხრეს, რომ ბიზნესის ნახევარი უნდა გადაგვეგდო. ჩვენ ისედაც არ გვინდოდა ასეთი მოდელის გაგრძელება“,- ამბობს ირაკლი რუხაძე.

ვრცლად, ნახეთ პოდკასტი: