
ინდონეზიაში პარაფარიკაობაში მსოფლიოს თასი მიმდინარეობს. ქართველმა პარამოფარიკავეებმა: ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა რაპირით ასპარეზობაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ირმამ პოლონელი სარა რაგოვსკაია ანგარიშით 15:7, ნინა თიბილაშვილმა კი ტაილანდელი პარამოფარიკავე ანგარიშით 12:11 დაამარცხა.
ქართველი პარამოფარიკავეები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.