Digest Logo

🎥 „ბევრი ვიტირე, მინდა კომპანია იმპერიად ვაქციო და ჩემი სიკვდილის შემდეგ იარსებოს... “ - რა ვიდეოს აქვეყნებს თამო ვაშალომიძე?

1769435167
თამო ვაშალომიძე

მსახიობი და ფოტომოდელი, თამო ვაშალომიძე აქტუალობას არ კარგავს. იგი ხშირად გვიზიარებს ყოველდღიური ცხოვრებიდან კადრებს და კარიერაში სიახლეებს გვამცნობს ხოლმე.

ამჯერად თამო ახალ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ამბობს რომ გამომწერები კომენტარების გამო ბევრი იტირა:

„ვიდეო დავდე წეღან „ტიკ-ტოკზე“, სადაც ვტირი, მაგრამ წავშალე. რადგან მე თქვენ შეგპირდით, აღარ ვიტირებ. მივხვდი, რომ ასეთი ვიდეო აღარ უნდა დავდო. იცოდეთ, რომ ბევრი ვიტირე გოგოებო თქვენი კომენტარების გამო. ძალიან დიდი მადლობა, ვიდეო შემხვდა მაქსიმესი სხვა ადამიანს ედო და როგორც ყველა, მეც კომენტარებს ჩავუჯექი.

იცოდეთ, რომ ჩემთვის ძალიან დიდი ძალა ხართ.

ჩემ გარშემო მხოლოდ ჩემი მეგობრები არიან, ჩემი კომპანია და ჩემი სისი. სხვა არავინ მყავს, თქვენ მყავხართ. მადლობა ყველას კარგი კომენტარებისთვის. მართლა მინდა რომ კარგი დედა ვიყო. ჩემი ცხოვრების მიზანი ეს არის, რომ ბავშვები კარგად გავზარდო, სიყვარულით და მშვიდ გარემოში. მინდა რომ ჩემი კომპანია იმპერიად ვაქციო და ჩემი სიკვდილის შემდეგ იარსებოს. არის ცუდი დღეები, მაგრამ ამის საშუალებას არავინ მაძლევს, რომ ცუდად ვიყო“, - ამბობს თამო ვაშალომიძე ვიდეოში.

@tamovashalomidzee

 

♬ original sound - tamo vashalomidze

⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ამ უდაბნოს ბოლოს უკვე ბრწყინავს სააღდგომო ნათელი, ქრისტეს სასუფევლის ელვარება!...“ - რა უნდა ვიცოდეთ მარხვის წინა მოსამზადებელ პერიოდზე

⭕„როდესაც ცხოვრება მოგთხოვს ძნელად გადასატან სირთულეს გაუმკლავდე, გაიხსენე ღვთის გლახა...“ - რას წერს გია მურღულია

⭕„აღნიშნული მოვლენა 165 წელიწადში ერთხელ ხდება“: რატომ იქნება ეს კვირა გადამწყვეტი?