Digest Logo

🎥 „ისე გარდაიცვალა „ბებია“ ვერ დავუძახე...“ - თამრიკო ჭოხონელიძის ბებიის ტრაგიკული ისტორია

1730923037
თამრიკო ჭოხონელიძე

მომღერალი და მუსიკოსი თამრიკო ჭოხონელიძე სტუმრად გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“ იმყოფებოდა, სადაც ბებიის გარდაცვალების ისტორია გაიხსენა.

„დედაჩემის დედა არ იყო ქართველი და ისე მოხდა, რომ სასამართლოები გაიმართა ბავშვზე. დედაჩემს უთხრეს თუ მამას აირჩევდა დედასთან ვერ იცხოვრებდა ან პირიქით. მახსოვს დედაჩემი თავაწეული იჯდა და  მამაჩემი საცოდავად თავდახრილიო. დედაჩემმა მამა აირჩია და იზრდებოდა ქართულ ოჯახში. შესაბამისად ბებოზე არაფერი ვიცოდი. ერთხელ ერთმა ქალმა მკითხა - რა ხდება პალინაზეო, ანუ ბებიაჩემზე. მე ვუპასუხე, რომ არ მყავდა ბებია. ამ ქალმა მომიყვა მთელი ისტორია 14 წლის ბავშვს. პარალელურად დედაჩემს ურეკავდა ვიღაც, რუსულენოვანი და მან მითხრა, რომ მეგობარი იყო. თურმე ბებიაჩემი ყოფილა და მე პერიოდულად მესაუბრებოდა ხოლმე. წლების განმავლობაში დედას ემალებოდა. მამაჩემი პირიქით ცდილობდა, რომ დედას შერიგებოდა და მისი წყალობით აღდგა ურთიერთობა. მახსოვს მეხვეწებოდა ბებია დამიძახეო. ისე გარდაიცვალა „ბებია” ვერ დავუძახე. თურმე ვოკალის პედაგოგი იყო და ძალიან ნიჭიერი ადამიანი ყოფილა“,- ისაუბრა თამრიკო ჭოხონელიძემ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვცდილობ გავაკონტროლო ჩემი შვილიშვილები „გაჯეტებში“ რას უყურებენ...“ - მადონა კოიძე

🎥 „დედას ვუთხარი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მომწონდა...“ - როგორ გადაარჩინა თამრიკო ჭოხონელიძემ მამის სიცოცხლე?

„კარგი დასვენება ლამაზო...“ - ნუცა თოფურია ეგვიპტეში მოგზაურობს