Digest Logo

🎥 „დედას ვუთხარი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მომწონდა...“ - როგორ გადაარჩინა თამრიკო ჭოხონელიძემ მამის სიცოცხლე?

1730915834
თამრიკო ჭოხონელიძე

მომღერალი და მუსიკოსი თამრიკო ჭოხონელიძე სტუმრად გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“ იმყოფებოდა, სადაც მამაზე ისაუბრა და მოჰყვა როგორ გადაარჩინა მისი სიცოცხლე:

„მე მაქვს ერთი აუხდენელი ოცნება, სულ მინდოდა რომ ექიმი გავმხდარიყავი. ვერც კი შევბედე ჩემს ოჯახს და სხვათა შორის ტექნიკურ საგნებსაც ცუდად ვსწავლობდი. მაგრამ მედიცინაზე წიგნებს სულ ვკითხულობდი. მე და მამაჩემი ერთად მოვდიოდით ხოლმე კონსერვატორიიდან, ერთ დღესაც შევატყვე ცუდად აცემინებდა. ეს ყველაფერი ათი დღე გაგრძელდა და მახსოვს დედას ვუთხარი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მომწონდა. გამოვიძახეთ სასწრაფო. 42 წლის იყო მაშინ და გაუკვირდა ვინ გამოიძახაო. ინფარქტიაო ექიმმა გვითხრა და ძლივს რამდენიმე დღის შემდეგ მეგობრებმა წაიყვანეს მოტყუებით საავადმყოფოში“, - ჰყვება თამრიკო ჭოხონელიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

„კარგი დასვენება ლამაზო...“ - ნუცა თოფურია ეგვიპტეში მოგზაურობს

🎥 „რა უნდა გავაკეთოთ მოწამვლის დროს?...“ - ექიმ კოტე თოდუას რჩევები

⭕„ერთადერთი გზა, ღმერთი და ეკლესიაა...“ - როგორ უმკლავდება სირთულეებს ნინი ქარსელაძე?