Digest Logo

„ისე, როგორც არასდროს მინდოდა ვყოფილიყავი ჩემს აფხაზეთში... საბერიო, გლოვობდა ანგელოზებთან დამშვიდობებას“ – ნათია თოდუა

1736492201
ნათია თოდუა

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპულ მოზარდები 9 იანვარს საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.

ენგურის ხიდზე დილიდან შეიკრიბნენ ოჯახის ახლო ნათესავები, მეზობლები და ბავშვების მასწავლებლები. მათი განცხადებით გაიცა შესაბამისი ნებართვა, მსურველები გადავიდნენ ოკუპირებულ საბერიოში და პატივი მიაგონ ტრაგიკულად დაღუპულ მცირეწლოვნებს.

მომხდარი ტრაგედიის შესახებ მომღერალი ნათია თოდუა სოციალურ ქსელში წერს, რომ ისე როგორც არასდროს სურდა, რომ აფხაზეთში, ტკივილით და სიცარიელით სავსე საბერიოში ყოფილიყო.

„დღეს, 10-წლიანი განშორების შემდეგ, ისე როგორც არასდროს მინდოდა ვყოფილიყავი ჩემს აფხაზეთში. უდიდესი ტკივილით და სიცარიელით სავსე საბერიო, გლოვობდა ანგელოზებთან დამშვიდობებას“, – წერს ნათია თოდუა.

ცნობისთვის, 5 იანვარს, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ხუთი ბავშვი დაიღუპა.

მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

მომხდარი ტრაგედიის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში გლოვის დღე 6 იანვარს იყო გამოცხადებული.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მკაფიოდ ვურჩევ გერმანიის მოსახლეობას, თუ უკმაყოფილო ხართ არსებული მდგომარეობით, ხმა მიეცით პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ - ილონ მასკი

🎥 „რა დაგიშავე, რომ შობის დღეს დამწყევლე შვილთან ერთად, ასეთი საშინელება ამოვიდა მისი პირიდან, გულწრფელად მეცოდები“ – ნინი შერმადინი ვიდეომიმართვას ავრცელებს

🎥 „მადლობა უფალს, რომ ჩემი მეორე ნახევარი და ჩემი შვილების დედა ხარ“ – ბერა ივანიშვილი მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს