Digest Logo

ისტორიაში პირველად - ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ზამთრის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს

1771304419
ლუკა ბრულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა ოლიმპიური ვერცხლის მედალი მოიპოვა

ლუკა ბრულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა ფიგურულ ციგურაობაში ოლიმპიური ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მილანში ფიგურული ციგურაობის სპორტული წყვილების კატეგორიაში თავისუფალი პროგრამით იასპარეზა ლუკა ბერულავასა და ანასტასი მეტელკინას წყვილმა. მათ მსაჯებისგან 146,29 ქულა დაიმსახურეს, ორი პროგრამის ჯამში 221,75 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილი დაიკავეს.

ოლიმპიური ოქროს მედლები რიკუ მიურა და რუიჩი კიჰარამ (იაპონია) მოიპოვეს, ბრინჯაო კი ფაბიანე ჰასემ და ნიკიტა ვოლოდინმა (გერმანია).

ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში - რვა სპორტსმენითაა წარმოდგენილი.