
ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ჯილდოზე - „ოქროს ბურთზე“, ქართველი ფეხბურთელია ნომინირებული. ის საქართველოს ნაკრებისა და იტალიური კლუბის „ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა.
2023 წლის „ოქროს ბურთზე“ ნომინირებულლთა სია 6 სექტემბერს France Football-მა გამოაქვეყნა. 21 წლის ქართველ ტალანტთან ერთად ნომინირებულთა სიაში, იტალიურ კლუბში მისი თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი, ასევე მსოფლიოს სხვა ტოპ ფეხბურთელები, მათ შორის ლიონელ მესი და კარიმ ბენზემა არიან.
2023 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელი 30 ოქტომბერს გამოვლინდება.
ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს 2022-2023 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ასევე უეფამ ის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა.
ცნობისთვის, „ოქროს ბურთი“ (ფრანგ. Ballon d'Or) - საფეხბურთო ჯილდოა, რომელიც ფრანგულმა საფეხბურთო ჟურნალმა France Football-მა დააწესა და ყოველწლიურად ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა. ამის გამო ხშირად ამ დაჯილდოებას ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოებას უწოდებენ.