ისტორიაში პირველად ქართველი ქალი მოჭიდავე თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა. ქართველმა მოჭიდავე მირანდა კაპანაძემ ნოვი სადში მიმდინარე ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე ოთხი შეხვედრა ჩაატარა, ოთხივე მოიგო და კონტინენტის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. აქამდე, საქართველოს ქალთა ეროვნულ და არც ერთ ასაკობრივ ნაკრებს, ქალთა ჭიდაობაში, ამ რანგის შეჯიბრებაზე ჩემპიონი არ ჰყოლია.
ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
მირანდა კაპანაძემ ევროპის ჩემპიონატის ფინალის გზაზე ჩეხი ლანა პეზიჩი (8:0), ნეიტრალური გუნდის სახელით მოჭიდავე რუსი დოლჟონ ცინგუევა (8:6) და აზერბაიჯანელი ფიდან ბაბაევა (8:0) დაამარცხა.
საჩემპიონო ბრძოლაში კი თურქ ოზლემ გურსოის (6:3) სძლია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რა გვერდითი ეფექტები ახლავს ჯადოს და რატომ მიიჩნევა ის მთავარ ბოროტებად
⭕„უნიჭიერესი და ულამაზესი ხარ“ - ხატია ბუნიათიშვილი წითელ კაბაში პოზირებს
⭕„გთხოვთ, გაავრცელეთ“ - ოჯახი 20 წლის ნინიკო გიორგაძეს ეძებს