Digest Logo

ისტორიაში პირველად, UFC-ის ყველა წონის გაერთიანებულ რეიტინგს სათავეში ქართველი მებრძოლი ჩაუდგა - ილია თოფურია პირველ ადგილზეა

1751352572
ილია თოფურია

ისტორიაში პირველად, UFC-ის ყველა წონის გაერთიანებულ რეიტინგს (P4P) სათავეში ქართველი მებრძოლი ჩაუდგა. ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირას დამარცხების შემდეგ მესამე ადგილიდან რეიტინგში პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა.

29 ივნისს ილია თოფურიამ ლას-ვეგასში მსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის ბრძოლაში ბრაზილიელი მებრძოლი პირველ რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და ორგანიზაციის მეორე წონის ჩემპიონიც გახდა.

გაერთიანებულ რეიტინგში მესამე ადგილზეა მერაბ დვალიშვილი, რომელიც განახლებამდე მეორე პოზიციას იკავებდა, ხოლო მეორე ადგილზე გადაინაცვლა რეიტინგის ყოფილმა ლიდერმა, მსუბუქი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა.

UFC-ის ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი:

1. ილია თოფურია (საქართველო)
2. ისლამ მახაჩევი (რუსეთი)
3. მერაბ დვალიშვილი (საქართველო)
4. დრიკუს დუ პლესი (სამხრეთ აფრიკა)
5. ალქსანდრე პანტოჟა (ბრაზილია)
6. ალექსანდერ ვოლკანოვსკი (ავსტრალია)
7. მაგომედ ანკალაევი (რუსეთი)
8. ჯეკ დელა მადალენა (ავსტრალია)
9. ტომ ასპინალი (ინგლისი)
10. ალექს პერეირა (ბრაზილია)
11. მაქს ჰოლოუეი (აშშ)
12. ბელალ მუჰამედი (აშშ)
13. არმან ცარუკიანი (სომხეთი)
14. ხამზატ ჩიმაევი (რუსეთი)
15. ჩარლზ ოლივეირა (ბრაზილია)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ულამაზესი ოჯახი...“ - ბუდუ ზივზივაძის მეუღლე ქალიშვილის დაბადების დღის წვეულებიდან კადრებს გვიზიარებს

⭕ „როცა მშვიდობა მშვიდობაცაა, თავისუფლება სიყვარულს უერთდება...“ - გია მურღულია

⭕„სიფრთხილე გმართებთ როგორც სამსახურში, ისე ფინანსებში“ - 1-ელი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან

წყარო: 1tv.ge