"დაიჯესტი" გთავაზობთ 10 საინტერესო და ზოგჯერ სასაცილო ფაქტებს ისტორიიდან.
- ძველ ეგვიპტეში ქალები თმაში ცხიმის ნაჭერს ატარებდნენ. ის სიცხეში დნებოდა და თმას ბზინვარე, “სველ” ეფექტს აძლევდა
- 1740 წელს ძროხა დაადანაშაულეს ჯადოქრობაში და ჩამოახრჩვეს
- მე-16 საუკუნეში, ჩინეთში გავრცელებული დასჯის ფორმა იყო -ერთი ფუნტი მარილის შეჭმა
- ჩანგლით ჭამა თავიდან აკრძალული იყო სასულიერო ფორმულირებით, რომ:” საკვები, უნდა მიიღო იმით, რაც ღმერთმა გიბოძა” ანუ თითებით
- მონღოლი ლიდერი ტამერლანი იყო ძალიან სასტიკი. ის სჯიდა ყველას, ვინც მას უკვე გაგონილ ხუმრობას მოუყვებოდა
- პირველი ცნობილი ბიოლოგიური შეტევა მოხდა ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მე -6 საუკუნეში .სოლონმა, საბერძნეთის ქალაქ კირაში შეიჭრა და მის დასაპყრობად ჯერ მდინარის კალაპოტი შეცვალა, რომ უწყლობით შეექმნა პრობლემა მოსახლეობისთვის, ხოლო შემდეგ ბრძანა, რომ ჩემერიცას ფესვები გადაეყარათ პლეისტოს წყალში, რამაც მოსახლეობის დიდ ნაწილში გამოიწვია კუჭის აშლილობა და ძლიერი ტკივილები
- რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს- საფრანგეთში, მე-17 საუკუნეში მეფე ლუი XIV -სთან ურთიერთობას ღირსეულად მიიჩნევდნენ იმ დროს, როცა ის იმყოფებოდა ტუალეტში
- იქამდე სანამ დამნაშავეების ამოსაცნობად თითი ანაბეჭდის აღების სისტემას მოიფიქრებდნენ, იყო მეთოდი მათი გამორჩევის.კერძოდ, მათ გამოსაჩენ ადგილას ტატუს უკეთებდნენ
- განტევების ვაცი ან ბიჭი გასაროზგად-მართლაც, რომ მოვალეობა იყო. თუ პრინცი გაკვეთილზე არასწორად უპასუხებდა მასწავლებელს, მის მაგივრად მათრახს სხვა ბავშვს, (მონას) ურტყამდნენ.
- შვეიცარიელ დედოფალ ქრისტინას ჰქონდა მინიატურული თოფი ბუზებზე სანადიროდ.