
ქართველი ბარიტონი, გიორგი ლომისელი სტუმრად გადაცემაში „პოსტ ალიონი“ იმყოფებოდა, სადაც კარიერასა და ევროპაში მოპოვებულ წარმატებაზე ისაუბრა.
„ეს იყო ძალიან დიდი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, „აბესალომ და ეთერის“ დებიუტი შედგა იტალიაში. ეს იყო ჩემი ბავშვობის ოცნება. ბავშვობაში ვუსმენდი და სულ ვფიქრობდი ჩვენი ქართული ოპერების მოსმენის დროს, ნეტავ ეს უცხოელებმა მოისმინონ და ნახონ-თქო. ამხელა საბადო გვაქვს ქართველებს და ეს დღე დადგა. ამ დღის მონაწილე ვარ მე და ძალიან ბედნიერი ვიყავი. იტალიაში სიმღერა ძალიან რთულია, იმიტომ რომ ძალიან დიდი კრიტიკით უდგებიან შესრულებას. ჩვენი კულტურის ზეიმი იყო ნამდვილად. ძალიან ბევრი ქართველი და წარმატებული მომღერალია, რომლებიც იტალიაში მოღვაწეობენ. სანამ „აბესალომ და ეთერი“ დაიდგმებოდა დაიდგა „დაისი“. ამ დადგმაში მხოლოდ იტალიელი მომღერლები მონაწილეობდნენ“, - ამბობს გიორგი ლომისელი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ „თოჯინა მეგონა, რა ლამაზია“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი ანა სულაბერიძის ულამაზეს ფოტოებს გვიზიარებს
⭕ ანუკი არეშიძის საშემოდგომო ლუქი - „უმშვენიერესი, გამორჩეული, დახვეწილი“