
აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატმა დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ამ დროისთვის მან მან ამომრჩეველთა კოლეგიის 276 ხმა მიიღო, რაც გამარჯვებისთვის საკმარისია.
ტრამპის კონკურენტმა, „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა კამალა ჰარისმა ამ დროისთვის ამომრჩეველთა კოლეგიის 219 ხმა მიიღო.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ჟურნალისტმა ნათია ბანძელაძემ მასთან შეხვედრის პერიოდი გაიხსენა:
„Trump: „To Nana - you have a great mother“.
სურათი რომ გადავიღეთ, ეს ფოტო საკუთარ სამუშაო მაგიდაზე მოიძია, თქვენ შვილთან მინდა საჩუქრად გაგატანოთო, ხელი მოაწერა და მაჩუქა“, - წერს ნათია ბანძელაძე.
შეგახსენებთ, რომ ტრამპმა ყველა „მერყევ“ შტატში გაიმარჯვა, რაც საკმაოდ მოულოდნელი იყო. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ამ შტატებში კანდიდატებს შორის სერიოზული ბრძოლა გაიმართებოდა.
„რესპუბლიკურმა პარტიამ “ ასევე გაიმარჯვა სენატის არჩევნებში. ახლა ის სენატს და წარმომადგენელთა პალატას აკონტროლებს.
ცნობისთვის, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია 2025 წლის 25 იანვარს გაიმართება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„თოჯინა მეგონა, რა ლამაზია“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი ანა სულაბერიძის ულამაზეს ფოტოებს გვიზიარებს
⭕ანუკი არეშიძის საშემოდგომო ლუქი - „უმშვენიერესი, გამორჩეული, დახვეწილი“