Digest Logo

იტალიური გამოცემა – „საფრანგეთის თასის ფინალში კვარაცხელიას უთამაშებლობა, შესაძლოა, ლუის ენრიკეს ხრიკი იყო, მაგრამ „ინტერთან“ მისი არყოფნა პსჟ-ისთვის დიდი დარტყმა იქნება“

1748263905
ხვიჩა კვარაცხელია

„რეიმსთან“ საფრანგთის თასის ფინალში „პარი სენ-ჟერმენს“ ხვიჩა კვარაცხელია ჯანმრთელობის პრობლემის გამო დააკლდა, მაგრამ ეს, შესაძლოა, ლუის ენრიკეს ხრიკიც იყო“, – ამის შესახებ გამოცემა Sempreinter-ი წერს.

„31 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს „პარი სენ-ჟერმენი“ და „ინტერი“ დაუპირისპირდებიან. ეჭვგარეშეა, რომ ამ სეზონში ეს ორი საუკეთესო გუნდია. ლიგა 1-ის ჩემპიონობის შემდეგ პსჟ-მა საფრანგეთის თასის ფინალში „რეიმსი“ 3:0 დაამარცხა და კიდევ ერთი ტიტული მოიგო.

პარიზელები ფინალს კარგი განწყობით ელოდებიან და თავდაჯერებულნი არიან. თუმცა ერთი პრობლემა მაინც შეექმნათ – თასის ფინალში ხვიჩა კვარაცხელიამ ვერ ითამაშა, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა და ლუის ენრიკემ მატჩიდან გაათავისუფლა. ეს, შეიძლება, უბრალოდ პსჟ-ის მწვრთნელის ხრიკიც იყო. თუმცა თუ კვარაცხელია „ინტერთანაც“ ვერ ითამაშებს, ეს საფრანგეთის ჩემპიონისთვის ნამდვილად დიდი დარტყმა იქნება“.

შეგახსენებთ, რომ  ჩემპიონთა ლიგის ფინალი 31 მაისს მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ გაიმართება და 23:00 საათზე დაიწყება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ყველაზე ბედნიერი კაცი ვარ!“ - ზურა მანჯავიძე ბაბუა გახდა

⭕„ნუ იქნებით სულსწრაფი, გადაწყვეტილებების მიღებამდე კარგად დაფიქრდით“ - 1-თვიანი ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ოდიშელისგან

⭕„თქვენი ინტუიცია დღეს უჩვეულოდ ზუსტია, ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს“ - 26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან