Digest Logo

ითამაშებენ თუ არა თურქეთის წინააღმდეგ კვერკველია და კიტეიშვილი? - ვილი სანიოლის განმარტება

1718643723
ვილი სანიოლი

საბა კვერკველია ხვალინდელი მატჩისთვის მზადყოფნაშია, ოთარ კიტეიშვილი კი მოედანზე გასასვლელად ჯერ მზად არ არის. ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა თურქეთთან შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

„კვერკველია ხვალინდელი მატჩისთვის მზადყოფნაშია და თამაში შეუძლია, კიტეიშვილი კი ჯერჯერობით, სათამაშოდ მზად არ არის“, - განაცხადა სანიოლმა.

მისი თქმით, მოსამზადებელმა ეტაპმა ცხადყო, რომ ნაკრები სრულად მზადაა ხვალინდელი მატჩისთვის.

რაც შეეხება მეტოქეს, ვილი სანიოლის შეფასებით, თურქეთის ნაკრებზე მეტი ზეწოლაა.

„ეს ჩვენი ჩვენი პირველი მატჩია, მაგრამ ასევე პირველია თურქეთის ნაკრებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ მათზე მეტი ზეწოლაა, ვიდრე ჩვენზე.

თურქეთის ნაკრებს საკმაოდ მაღალი დონის, ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს, გუნდი კარგი შემტევებით გამოირჩევა და ჩვენთვის ეს დიდი გამოწვევა იქნება. მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების. “, - ამბობს სანიოლი.

მისივე თქმით, ფეხბურთელები ქართველების გულშემატკივრობას გრძნობენ და ძალიან აფასებენ.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ხომ არავინ ფიქრობდა, რომ საერთოდ გავიდოდით ჩემპიონატზე? ძნელი იქნება? იქნება... ვთხოვ თუ არა კრიშტიანუ რონალდუს მაისურს?“ - ამონარიდი ხვიჩა კვარაცხელიას ბლოგიდან

⭕„ხვალ შეიძლება სერიოზულ სენსაციას გამოვკრათ ხელი“ - მიხეილ ცაგარელი საქართველოს ნაკრებზე

⭕ქეთა თოფურიას შვილის გრანდიოზული დაბადების დღე - რა ვიდეოს აქვეყნებს მომღერალი?