Digest Logo

🎥 „იცით როგორი იყო ლაშა? თავისი ადამიანობით ჩვენი ცხოვრება შეცვალა! ყველასი იყო და ყველასთვის იყო“ - „ქვევრი“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს

1761811953
ლაშა ბასლანძე

27 ოქტომბერს რესტორან „ქვევრის“ მფლობელი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა.

ლაშა ბასლანძის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, გავრცელებული ინფორმაციით კი იგი გულის შეტევით გარდაიცვალა.

გარდაცვლილის თანამშრომლებმა, „ქვევრის“ გუნდის წევრებმა სოციალურ ქსელში მორიგი სამძიმრის წერილი გამოაქვეყნეს:

„ყველაფერს ვიზამთ რომ შენი ოცნება და დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. გვიყვარხარ ლაშა ღმერთმა ნათელში გვიმყოფოს შენი სული.

ქვევრი ნულიდან შექმნა ლაშა ბასლანძემ, გლოვობს მთელი საქართველო. გლოვობს ყველა ის ადამიანი ვინც გიცნობდა.

იცით როგორი იყო ლაშა? თავისი ადამიანობით ჩვენი ცხოვრება შეცვალა!!!!!!!  ასეთი იყო - ყველა მიმტანს, დარაჯს, დაცვას, მენეჯერს ჩამოუვლიდა და ეკითხებოდა რამე ხო არ უჭირდათ, ყველასი იყო და ყველასთვის იყო“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, ლაშა ბასლანძე პროდიუსერი და რესტორან „ქვევრის“ მფლობელი გახლდათ, რომელიც გუშინ 27 ოქტომბერს გარდაიცვალა. ლაშას პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ელენე ჰყავს, რომელთან ერთადაც იტალიაში წინა დღეებში მოგზაურობდა.

მისი მეუღლე მომღერალი სალომე ბაკურაძეა. წყვილი 2014 წელს დაქორწინდა.

მათ ერთი საერთო შვილი, 9 წლის სანი ჰყავთ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„სიყვარული არის სამოთხის დაბადება და ჯოჯოხეთის სიკვდილი“ - გია მურღულია

⭕„უღრმესი მადლობა დაბადების დღის მოლოცვისთვის!“ - რას წერს გია ბაღაშვილი

⭕„სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე, მაღალია ავარიების ალბათობა“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი