Digest Logo

🎥 „წუწუნი, კრიტიკა და სხვების განსჯა ფიზიკურად ცვლის თქვენს ტვინს“ - მარიამ აფრასიძე ნეირომეცნიერების კვლევებზე

1793361989
მარიამ აფრასიძე

კოგნიტიურ-ბიჰევიორისტული ფსიქოთერაპევტი მარიამ აფრასიძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და ნეირომეცნიერების კვლევებზე საუბრობს. მისი თქმით, წუწუნი, კრიტიკა და სხვების განსჯა ფიზიკურად ცვლის ადამიანის ტვინს:

„ნეირომეცნიერება ადასტურებს, რომ წუწუნი, კრიტიკა და სხვების განსჯა ფიზიკურად ცვლის თქვენს ტვინს. 

როდესაც ხშირად ჩივით, წუწუნებთ, თქვენი ტვინი ნეგატიური აზროვნების მოდელებში ვარჯიშდება.

ნეიროპლასტიურობის საშუალებით კი თქვენი ნეგატივი მყარდება, ძლიერდება. 

ტვინი სწავლობს, რომ რეალობიდან მხოლოდ პრობლემები დაინახვოს, რაც ქმნის მანკიერ წრეს და ზრდის სტრესს. ეს ქრონიკული სტრესი კი ასუსტებს, ამცირებს პრეფრონტალურის ფუნქციონირებას, ტვინის მთავარ აღმასრულებელ ცენტრს, რომელიც ემოციების მართვასა და რაციონალურ აზროვნებაზეა პასუხისმგებელი“, - ამბობს მარიამ აფრასიძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ჩვევა, რომელიც სახლის დასუფთავებისას ბევრ ადამიანს აქვს, სინამდვილეში ამცირებს მის ეფექტურობას!

🎥 „ფული და წარმატება მოდის იმ ადამიანებთან, ვინც ცხოვრებით ხარობს! არ ლაპარაკობენ პრობლემებზე, არ წუწუნებენ“ - ნინი ქარჩავა

🎥 „ნუ ჰგონია საზოგადოებას, რომ ის, ვინც ფსიქიატრთან მიდის არის სუსტი...“ - ნინო ოკრიბელაშვილი

✕