Digest Logo

ივანე ჩხაიძე: 2025-2026 წლის სეზონი, გრიპის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იქნება

1764148920
ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ პირველი არხის ეთერში - გრიპის ვირუსის გააქტიურებასა და შემთხვევების უჩვეულოდ მატების შესახებ ისაუბრა.

როგორც იგი აღნიშნავს, 2025-2026 წლის სეზონი, გრიპის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იქნება.

„ახლა რესპირაციული ვირუსული ინფექციების მატების საწყის ეტაპზე ვართ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, გრიპი იგულისხმება. ხაზს გავუსვამ, რომ არსებობს რამდენიმე კვლევა და რამდენიმე სერიოზული ექსპერტისა და ინსტიტუციის წინასწარი პროგნოზი, რომ 2025-2026 წლის სეზონი, გრიპის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იქნება. ამის უკან ე.წ. ჰონკონგის H3N2 ტიპის ვირუსია. ეს A ტიპის გრიპის ვირუსია. 7 მუტაციაა, რომელიც ამ ვირუსმა ივნისის თვეში განიცადა. შესაბამისად, უფრო იოლად გადამდები გახდა.

ალბათობა იმისა, რომ წელს გრიპის უჩვეულოდ მაღალი შემთხვევები გვქონდეს, ძალიან დიდია. ეს მონაცემები ეყრდნობა იმ წყაროს, რომელიც მუტაციის შემთხვევაში, ვირუსის ერთ-ერთ თვისებას, გადამდებლობის იოლ სახეს აფიქსირებს.

ამიტომ, ძალიან მინდა, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც რისკის ჯგუფებს მიეკუთვნებიან, მათ შორის, ბავშვების, განსაკუთრებით, 5 წლამდე ასაკის ბავშვების, მშობლებმა ეს პროგნოზი გაითვალისწინონ. პრევენციისა და თავიდან აცილების ყველაზე იდეალური შესაძლებლობა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაა. ერთადერთი, რამაც შეიძლება, რეალურად, გრიპით ავადობასა და, შესაბამისად, ფილტვების ანთების პრევენციაზე გავლენა მოახდინოს, ვაქცინაციაა“, - აღნიშნავს ჩხაიძე. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ❄️🌡️🌀 როგორი იქნება ზამთარი საქართველოში, რამ გამოიწვია თბილი ამინდები და რამდენ ხანს გაგრძელდება? - ხათუნა ქოქოსაძე აქტუალურ თემაზე

⭕ „როცა ექიმი პირველივე ვიზიტზე 10 წუთიანი საუბრის საფუძველზე 4, 5 პრეპარატს გიწერთ ერთბაშად, არ ენდოთ მას!“ - ექიმი ლევან შელეგია საზოგადოებას მიმართავს

⭕„ერიდე ემოციურ გადაწყვეტილებებს“ - 26 ნოემბრის კოსმოსური მოვლენები და ასტროლოგიური პროგნოზი