იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „ნესტლეს“ იმ კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებით გააკეთა განმარტება, რომელიც შეიძლება, ტოქსინ Cereulid-ს შეიცავდეს.
მისი თქმით, არ მიიჩნევა, რომ „ნესტლეს“ ყველა პროდუქტი შეიცავს ბაქტერიას.
„ეს გახლავთ ის ბაქტერია, რომელმაც შეიძლება, შეიძლება, გამოიწვიოს ღებინება, ნაწლავთა მოქმედების გახშირება, საერთო სისუსტე, მუცლის ტკივილი.
ერთჯერადი ღებინება, როგორც წესი, ბავშვისთვის საგანგაშო არ არის, მაგრამ თუ ღებინება მრავალჯერადია, მაშინ არის გაუწყლოების განვითარების რისკი, რაც აუცილებლად საჭიროებს ექიმის ჩარევას და საჭიროების შემთხვევაში ინტრავენურ გადასხმასაც.
ჯერჯერობით, მიმართვიანობის ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. რა თქმა უნდა, არ ვთვლით, რომ „ნესტლეს“ ყველა პროდუქტი, რაც ქვეყანაშია შემოსული, აუცილებლად შეიცავს ამ ბაქტერიას“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵რა ეფექტი აქვს კომბოსტოს წვენს კუჭის წყლულის დროს - არუნ ხათრის რჩევები
🔵„არ აჰყვეთ ურთიერთობების გაფუჭების სურვილს“ - თაკო მელიქიშვილი 9 იანვრის ენერგიებზე
🔵შორენა ბეგაშვილი დუბაის შემდეგ ბანგკოკში ისვენებს - ნახეთ, რა კადრებს აქვეყნებს მოდელი