Digest Logo

ივანე ჩხაიძე - „მომდევნო კვირების განმავლობაში გრიპის შემთხვევების მატების დინამიკა შენარჩუნდება და შესაძლებელია, იანვრის ბოლო გახდეს საქართველოში გრიპისა და გრიპისმაგვარი შემთხვევების მაქსიმალური გამოვლენის პერიოდი “

1736175718
ივანე ჩხაიძე

საქართველოში გრიპის შემთხვევების რაოდენობა ყოველკვირეულად მატულობს და სავარაუდოდ, ეს პროცესი შემდეგი კვირების განმავლობაშიც გაგრძელდება, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ სეზონურ ვირუსებზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, გრიპის ვირუსის შემთხვევები წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2-ჯერ ნაკლებია.

„ბოლო 4 კვირის განმავლობაში გრიპის შემთხვევები მატულობს. დღეისთვის ის პასუხი, რასაც გვაძლევს ლუგარის ლაბორატორია მიუთითებს იმაზე, რომ მწვავე რესპირაციულ-ვირუსულ ინფექციებს შორის გრიპის ხვედრითი წილი 40%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება სწორედ გრიპით გამოწვეული, ეს არის როგორც ჰოსპიტალიზაციის, ასევე შემთხვევები ამბულატორიულ პრაქტიკაში. რაც ასევე ნიშნავს იმას, რომ დღეს საქართველოში დომინანტური ვირუსია.

მომდევნო კვირების განმავლობაში მატების ეს დინამიკა შენარჩუნდება და შესაძლებელია, იანვრის ბოლო გახდეს საქართველოში გრიპისა და გრიპისმაგვარი შემთხვევების მაქსიმალური პერიოდი. 100 ათას მოსახლეზე გადათვლით წლევანდელი მონაცემი არ არის უფრო მეტი ვიდრე შარშან ან შარშანწინ იყო. პირიქით, 2 წლის უკან, ამავე პერიოდში, გრიპისა და გრიპისმაგვარი შემთხვევების რაოდენობა ორჯერ მეტი იყო“, - განაცხადა  ივანე ჩხაიძემ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „აშინებენ ხალხს და იძახიან, რომ ვიღაც უნდა აიცრას და გაიტესტოს...“ - რას ჰყვება ცირა კუპრაშვილი ახალ ვირუსზე?

⭕ზუსტი გამოთვლა, დაბადების თარიღის მიხედვით - რა გელით 2025 წელს

🎥 „მადლობა უსაზღვრო სიყვარულისთვის...“ - ილია თოფურიას მეუღლე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს