Digest Logo

„იყო საშიშროება, რომ გიორგის ხმა საერთოდ დაეკარგა... ძალიან ფრთხილად იმუშავეს ექიმებმა...“ - ნუცა გილიგაშვილი ძმაზე

1654073355
გიორგი გილიგაშვილი

გიორგი გილიგაშვილის და - ნუცა ძმის დაავადებაზე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს. მისი თქმით, გიორგის ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე აღმოაჩნდა და არა ყელის.

„მას 18 კვანძი ჰქონდა და აქედან 8 ავთვისებიანი გამოდგა – „ერთი კვანძი სახმო იოგზე იყო, ერთიც კაპილარზე… ძალიან ფრთხილად იმუშავეს ექიმებმა და იყო საშიშროება, ხმა საერთოდ დაეკარგა. მადლობა ღმერთს, ისე გადავიტანეთ, რომ ენერგიაც დაუბრუნდა და ხმაც მალე დაუბრუნდება… კარგად არის და, როგორც ექიმები გვეუბნებიან, უკეთესადაც იქნება. დიდი შემართებით არის, ერთი წუთითაც ვერ შეატყობთ მოწყენას და მსგავს ემოციებს. პირიქით, ძალიან მოტივირებულია, მადლობელია უფლის, რომ ასე დაემართა, რადგან ამბობს, უფრო მაგარ რაღაცას მივხვდიო – იმას, რომ ძალიან მაგარია სიცოცხლე და ამდენი ადამიანის სიყვარული…“,- განაცხადა ნუცა გილიგაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🎥 „დაუვიწყარი შეხვედრა თინეიჯერ ტურებთან“ - შალვა ნათელაშვილი სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

🎥 რატომ და რამდენჯერ სცემეს ბექა ყორშიას ლიბანში?

🔵„ცოტა ხნის შემდეგ სამზარეულოში შუშის მსხვრევის ხმა გავიგონეთ. შემობრუნდა და სიდედრს ეუბნება...“ - ისტორია, რომელმაც სოციალური ქსელი დაიპყრო

წყარო: sarkenews.ge