
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში მამამთილის მიერ დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჟურნალისტებთან კლინიკის ექიმმა ისაუბრა.
მკურნალი ექიმის განცხადებით, დაჭრილი ქალის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია.
„დაჭრილ ქალს აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობა - გულმკერდის, კისრის და სახის მიდამოში. ჩაუტარდა ჭრილობების რევიზია. მოხდა სისხლდენის შეჩერება. დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, იმყოფება ქირურგიული დეპარტამენტის პალატაში“, - აცხადებს კლინიკის ექიმი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ბათუმში 20 წლის ბიჭი მოკლეს - მას 19 ტყვია ესროლეს
🔵„იგი დგას მყარად, როგორც მართალი კაცი, გაუკვირდა დაკავების ამბავი“ - ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი