
დარიშხანი ბრინჯში - საშიში კანცეროგენი, რომელიც შესაძლოა მძიმე დაავადებების წინა პირობა გახდეს. ბრინჯი ნელ-ნელა უფრო საშიში ხდება, ეს გლობალური პრობლემაა, იმდენად მასშტაბური, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა 2023 წლიდან რეგულაციები გაამკაცრეს და ამის მიხედვით, არ შეიძლება კილოგრამ ბრინჯში დარიშხანის შემცველობა 0,2 აღემატებოდეს.
იგივე რეგულაცია მოქმედებს საქართველოშიც. ჩინეთშიც, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობით მოჰყავთ ბრინჯი, თუმცა აშშ-ში მსგავსი რეგულაციები არ არსებობს, მხოლოდ და მხოლოდ საბავშვო საკვებში, მაგალითად ფაფებში, სადაც ბრინჯი ფიგურირებს.
ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა როგორ არსებობენ ის ადამიანები, რომელთა ყოველდღიურობის ნაწილია ბრინჯის ნაწილია. იაპონიაში, სადაც სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან მაღალია, ყველაზე მეტი ასაკოვანი ადამიანი ცხოვრობს, ყოველდღიურად მოიხმარენ საკვებად ბრინჯს.
ეს აჩენს ეჭვს და შეკითხვას - არ იყო ბრინჯი საშიში აქამდე? საუკუნეების მანძილზე?
ბრინჯი გლობალურ დათბობასთან ერთად უფრო მეტად საშიში ხდება, ანუ რაც უფრო იმატებს ჰაერში ტემპერატურა და ნახშირორჟანგი, იმატებს დარიშხანის შემცველობა წყალში, შესაბამისად ბრინჯი წყალში ირეცხება და ეს შეუქცევადი პროცესია.
არის თუ არა ქართულ დახლებზე საშიში ბრინჯი?
ვრცლად, იხილეთ ვიდეო👇
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ვამაყობ საკუთარი თავით და ჩემი ქვეყნით“ - მარიამ შენგელიას პირველი კომენტარი
🎥 „არაჩვეულებრივად გამოიყურები“ - თაკო ჩხეიძე ახალ კადრებს აქვეყნებს