მომღერალი ირმა სოხაძე და კომპოზიტორი გია მაჭარაშვილი სიმღერა „გაიღიმეს“ პოლიტიკური ნიშნით გამოყენებას კრძალავენ.
მათ, ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციას მიმართეს, რომლებმაც აღნიშნული განცხადება მუსიკისა და ტექსტის ავტორების თანხმობით გაავრცელეს.
„ვაცხადებთ, რომ არ გვსურს ეს სიმღერა პოლიტიკასთან ასოცირდებოდეს, სწორედ ამიტომ, ვკრძალავთ, ყველანაირ პოლიტიკურ ღონისძიებაში/პოლიტიკური მიზნით, მის გამოყენებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
„დაიჯესტი“ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ტექსტის ავტორსა და შემსრულებელს ირმა სოხაძეს დაუკავშირდა.
„დიახ, ვადასტურებ ამ ინფორმაციის ნამდვილობას. ჩვენ ვკრძალავთ „ზღაპრის ბოლო კეთილიას“ ნებისმიერი პოლიტიკური ნიშნით გამოყენებას, რადგან ტექსტი ჩემია და მე მეკუთვნის, მაქვს ამის უფლება. ვანო ჯავახიშვილმა ამ ფრაზით დაასრულა თურმე გადაცემა, ახლა ეკა კვესიტაძემ დაწერა, აქციებზე უნდათ საუნდტრეკად გამოიყენონ. არ ვაძლევ უფლებას, ეს სიტყვები პოლიტიკურ კონტექსტში გაჟღერდეს“,- უთხრა „დაიჯესტს“ მომღერალმა.
მანამდე, „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ ფეისბუკზე დაწერა:
„აქციის საუნდტრეკი გვაქვს - ზღაპრის ბოლო კეთილია. ესეც საქმეა“.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: