Digest Logo

„ჯერ ჩემი მეუღლე ფეხზე ადგეს და მერე დაველაპარაკები ყველას” - 22 წლის გოგოს ქმარი, რომელსაც ოპერაციის შემდეგ მაკრატელი ჩაუტოვეს

1674380765
მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი

22 წლის ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც მუცლის ღრუდან ჩარჩენილი სამედიცინო ინსტრუმენტი ამოუღეს, სტაბილურია. მისი მეუღლის თქმით, ქალი თავს უკეთესად გრძნობს.

„უკეთესობისკენაა, გამოჯანმრთელებისკენ. ყურადღებით არიან. ჯერჯერობით კლინიკაში რჩება და ჩვენი მოთხოვნაა, რომ მიგვიხედონ პაციენტს, როგორც საჭიროა და ადამიანის ჯანმრთელობით არ იხუმრონ, ექიმების მოვალეობა რაცაა გააკეთონ. ჯერ ჩემი მეუღლე ფეხზე ადგეს და მერე დაველაპარაკები ყველას”, - აცხადებს ახალგაზრდა გოგოს მეუღლე.

„ოპერაციამ საბედნიეროდ ძალიან კარგად ჩაიარა. იმედი მაქვს, რომ მალე გავწერთ ბინაზე”, - განაცხადა „ინფო რუსთავთან" მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ლოლაძემ.

შეგახსენებთ, 22 წლის გოგონას ოპერაციის დროს ექიმებმა მუცლის ღრუში მაკრატელი დაუტოვეს. აღნიშნული ქირურგიული ჩარევა 3 თვის წინ ჩატარდა.

ფაქტს ადასტურებენ მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრშიც და ამბობენ, რომ კლინიკას „გამართლება არ აქვს".

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორია თამუნა ამონაშვილის სახლი და გაიგეთ, რა ნიჭი აღმოაჩინა მომღერალმა საკუთარ თავში

🔵„ადამიანმა სადისტური მკვლელობების სერია ჩაიდინა და აქ გაავარსკვლავეს, ყველა ხართ დანაშაულის თანამონაწილეები“ - გიორგი სუხიტაშვილი

🔵„არ ვიცი ორსულობა როგორ აღვწერო, მაგრამ ვიცი და ვგრძნობ, რომ ჩემს სხეულში ორი გული ცემს“ - ნათია თოდუა

წყარო: inforustavi.ge