გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ვენერა ობოლაშვილმა მოკლა მასთან ოფიციალურ ქორწინებაში მყოფი იური იურკინი და მისი ბინა გაყიდა 4000 ამერიკულ დოლარად;
2008 წელს ობოლაშვილმა მოკლა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ანატოლი კალინკა და მისი ბინა 50 000 ამერიკულ დოლარად გაყიდა;
2009 წელს მოკლა 79 წლის მარია არზამასევა და მისი ბინა გაყიდა 20 000 ამერიკულ დოლარად.
👉სოცქსელის გამოხმაურება ვენერა ობოლაშვილის გათავისუფლებაზე
ყველა მოწმის ჩვენებითა და ექსპერტიზის დასკვნებით, საბოლოოდ, სამივე – მკვლელობა, ყალბი დოკუმენტების დამზადება და თაღლითობა დადასტურებულად მიიჩნიეს და ობოლაშვილს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მან სასჯელი მოიხადა და ახლა თავისუფალია. აღნიშნულ ფაქტს მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი გამოეხმაურა.
„ქვეყანა რომელმაც სერიული მკვლელი აქცია გმირად, პერსონაჟად, ვარსკვლავად, მისაბაძად.
ხვალ ეს ე.წ. აზრზე მოსული მოღლიცინეები, ტელეარხები, გასართობი შოუები, სელებრითები, ასევე უფლება დამცველები, ორგანიზაციები და ა.შ. რაღაცა ელემენტარულ შეცდომა გადაცდომაზე გადმოკოპირებული "გაიდლაინით" აწევენ ისტერიკას, რა მაგალითს აძლევ მომავალ თაობასო, საზოგადოების ფსიქიკას აზიანებსო, ესაო ისაო....
ოე! შედით ციხეში ან მოიძიეთ დაკითხვის კადრები იქნებ პედოფილები უფრო სასაცილოდ ჰყვებიან როგორ იდენდნენ დანაშაულს, მერე ეგეც აქციეთ პერსონაჟად მაგარ რეიტინგს დადებს, მერე აკეთეთ პაროდიები და აზიარეთ წინ და უკან.
„აუ, რა მაგარი პრიკოლიაო“ იძახეთ.
ადამიანმა სადისტური მკვლელობების სერია ჩაიდინა და აქ გაავარსკვლავეს, ეს ნორმალურია?!
ვინმეს გაგახსენდათ ბავშვთა ფსიქოლოგია?
გაიაზრეთ რისკები როდესაც ცოცხალი სერიული მკვლელი ნორმად შესთავაზეთ საზოგადოებას?
ყველა ხართ დანაშაულის თანამონაწილეები და რეიტინგზე დახარბებული მედროვეები!
აჰ, კანონი არ კრძალავს და მოსულა?
საზოგადოება ამ მანიაკის გამოშვების ნიუსებს გულავს და აჰაჰავებს, საერთოდ აზრზე ხართ რასთან გვაქვს საქმე?!
ხალხო მიპასუხეთ ეს ნორმალურია თუ მე აღვიყვამ ყველაფერს არასწორად?“, - წერს გიორგი სუხიტაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„გარდაცვლილებიდან ერთის ახალგაზრდის დედა იტალიის, მეორე ესპანეთის ემიგრანტია“ - ფიქრია კუჭუხიძე