ქართველი რეჟისორი რატი დაბრუნდაშვილი და მხატვარი ნასტასია ნიკიტინა ყველასათვის საყვარელი, ცნობილი როკჯგუფის, Pink Floyd-ის მიერ დაწესებული ჯილდო გადაეცათ და პირველი ადგილი დაიკავეს.
კონკურსი ალბომის, Dark Side of the Moon 50 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა, სადაც რატიმ და ანასტასიამ სიმღერა Brain Damage-ზე გაკეთებული ანიმაციისთვის მოიპოვეს მთავარი ჯილდო, 100 000 ევრო.
ჟიურიმ 10 გამარჯვებული გამოავლინა, რომელთა შორისაც პირველი სამი ადგილის მფლობელებს დიდი ოდენობის ფულადი პრიზი გადაეცათ.
რატიმ და ანასტასიამ სოციალურ ქსელში ვიდეო გააზიარეს, სადაც გამარჯვებულები გამოაცხადეს.
„ნასტიამ და მე პირველი ადგილი ავიღეთ Pink Floyd ის ანიმაციის კონკურსში
ჯერ კიდევ შოკში ვარ“,- წერს რატი დაბრუნდაშვილი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕🎥 „მადლობა ამ მშვენიერი ვიდეოსთვის“ – რა კადრებს აქვეყნებს ილია თოფურიას მეუღლე
⭕🎥 „საიდან იცის 2 წლის გალამ ანბანი?“ - გიორგი გასვიანი შვილის ვიდეოს აქვეყნებს