Digest Logo

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

19 აპრილი 9:01
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

19 აპრილს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ღრმაღელეს სათავე ნაგებობას ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად შეუწყდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე დღეს, 19 აპრილის დილის 11:30 საათიდან ნაძალადევისა და ისნის რაიონების მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყლის მიწოდება დროებით შეეზღუდა.

ინფორმაციას წყალმომარაგების სრულად აღდგენასთან დაკავშირებით კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დამატებით გაავრცელებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკ

ისა და ვებგვერდის მეშვეობით

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „უპატივცემულობა სიკვდილით ისჯება!...“ - სოსო ნებიერიძის ექსკლუზიური მოგზაურობა ჩრდილოეთ კორეაში

⭕ როგორი ამინდი იქნება 19 აპრილს საქართველოში?

⭕მამა შალვა კეკელია: თუ ჯვარცმას არ გაივლით, აღდგომა თქვენს ცხოვრებაში არასოდეს იქნება...ნუ გაურბიხართ მიწიერ ტკივილებს