საბავშვო „ევროვიზიაზე“ საქართველოს, 11 წლის ანდრია ფუტკარაძე წარადგენს.
ქართველი მონაწილის სიმღერისა და მუსიკალური ვიდეოს პრემიერა შედგა. გარდა ამისა, ის უკვე რეპეტიციებსაც გადის.
ანდრია ფუტკარაძის კადრები ევროვიზიის სცენიდან „პირველმა არხმა“ გაავრცელა.
„რეპეტიციები დაიწყო, ძალიან სასიამოვნოა ეს პროცესები. მქონდა უკვე პირველი რეპეტიცია და დღეს მექნება მეორე რეპეტიცია“, - აღნიშნა ანდრია ფუტკარაძემ.
შეგახსენებთ, საბავშვო ევროვიზია 16 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
ასევე დაგაინტერესებთ: