Digest Logo

🎥 „წელიწად-ნახევარი ვიყავი ანტიდეპრესანტზე, ფსიქიატრის მეთვალყურეობის ქვეშ, საკმაოდ გავსუქდი კიდეც“ - ნინი შერმადინის პასუხი კრიტიკოსს

1731581611
ნინი შერმადინი

ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც ბოლო წლებია ამერიკაში ცხოვრობს და საქმიანობს, მისი კარიერა თუ პირადი ცხოვრება მუდმივად ინტერესის საგანს წარმოადგენს, ამიტომ იგი გამომწერებს მისი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს, სოციალურ ქსელში პერიოდულად უზიარებს ხოლმე.

ამჯერად ნინი სოციალური ქსელის მომხმარებელს გამოეხმაურა, რომელმაც მისი ფიზიკურობა გააკრიტიკა.

„ლოგიკურია, რომ ისე აღარ გამოვიყურები, როგორც 16 წლის ან 25 წლის ასაკში. გეთანხმებით, 2019 წლის ფოტოებსა და ვიდეოებს რომ ვუყურებ, აბსოლუტურად სხვა ადამიანი ვარ. ჩამომეწია ქუთუთოები, ეს გამოიწვია ბევრმა ტირილმა, 2020 წლის შემდეგ ასე მაქვს თვალები, ჩამოწელილი და ჩამოღვენთილი, მოწყენილი, გავჭაღარავდი 2020 წლის შემდეგ. ღმერთმა ყველამ გაშოროთ, რაც მე გავიარე. პანდემიის დროს ვიყავი ამერიკაში, როცა ორივე მშობელი ერთმანეთის მიყოლებით გარდამეცვალა. მამის პანაშვიდზე ვერ ჩამოვედი, დედა ვერ ვნახე გარდაცვალებამდე, რადგან საავადმყოფოდან გამოგვატანეს შავი პარკით. ბავშვი დამრჩა მანდ და რამდენიმე თვის განმავლობაში ვცდილობდი, რომ წამომეყვანა. ამ ყველაფერს გავუძელი მედგრად ისე რომ არ ვიმჩნევდი. 

წელიწად-ნახევარი ვიყავი ანტიდეპრესანტებზე, ფსიქიატრის მეთვალყურეობის ქვეშ, საკმაოდ გავსუქდი კიდეც, დამერღვა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია.

ახლა რაც შეეხება საშუალებას, თქვენ რა იცით, მე რისი საშუალება მაქვს. თუ უბრალოდ, ცნობილი რომ ვარ, ამიტომ გგონიათ, რომ ბევრი ფული მაქვს, ან ამერიკაში რომ ვცხოვრობ? მეც ჩვეულებრივი რიგითი ემიგრანტი ვარ, როგორც ყველა. შეიძლება არასწორად ვიქცევი, მაგრამ არც სხეული გამიყიდია, არც სული გამიყიდია, არც ღირსება და არც მორალი ჩემი კეთილდღეობისთვის. თუ რამეს მივაღწიე, მივაღწიე სუფთად, ჩემი ნიჭიერებისა და შრომის ხარჯზე და ამით ძალიან ვამაყობ“, - ამბობს ნინი შერმადინი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ყველაზე მაგარი გოგო გვყავს“ - მატილდა გვარლიანი ფოტოსესიიდან კადრებს აქვეყნებს

„დრომ ყველაფრის გაფერმკრთალება შეძლო, მაგრამ მადლს მამა-შვილობისას, ჯერ კიდევ ვერაფერი მოუხერხა“ - ტარიელ ხარხელაურის ემოციური პოსტი

🎥 „ეს არის „სატანური დღეები“, კოსმოსიდან მოდის უამრავი უარყოფითი ენერგია“ - რა უნდა იცოდეთ 16 ნოემბრის სავსემთვარეობაზე