Digest Logo

კახა კალაძე - ვიზიარებ მამუკა ჩარკვიანის ოჯახის, ქართული მუსიკალური საზოგადოების დიდ გულისტკივილს, მან სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ქართველი მსმენელის გულში

1755765780
კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„მუსიკოსი, მომღერალი, თბილისის საპატიო მოქალაქე მამუკა ჩარკვიანი გამოაკლდა ჩვენს რიგებს.

მისი სიმღერები სავსე იყო მელოდიურობით, ლირიზმით, ჟანრობრივი მრავალფეროვნებით, გულწრფელობით, რის გამოც სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ქართველი მსმენელის გულში.

ვიზიარებ მამუკა ჩარკვიანის ოჯახის, ახლობლების, ქართული მუსიკალური საზოგადოების დიდ გულისტკივილს!“ – წერს კახა კალაძე.

ცნობისთვის, ქართველი მუსიკოსი მამუკა ჩარკვიანი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გაუმარჯოს კარგ ცხოვრებას“ - ნუცა ბუზალაძე

⭕„ამ მიტოვებული უზარმაზარი გემის გადასაღებად ჩავედი ტაილანდში და ფაფუ გემი, 1 თვის წინ წაუღიათ“ - რას წერს სოსო ნებიერიძე

🎥 „ცოლი სახლიდან წავიდა და ისე მეწყინა, რომ მესამე სართულიდან გადმოვხტი, მამას დღეს რომ ესმოდეს, ვეტყოდი, რომ კარგი კაცი გავხდი“ - რას ჰყვებოდა მამუკა ჩარკვიანი მამაზე, შვილებზე და თავისი ცხოვრების მთავარ პრობლემაზე