ფეისბუკის მომხმარებელი ნიკა გურინი, რომელიც პროგრამა „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს” წარმომადგენელია, წერს, რომ ყვარელში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია უნდა ჩატარებულიყო, თუმცა საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა პიკეტირება მოაწყვეს და ამის გამო ორგანიზატორებს, უსაფრთხოების მიზნით შეხვედრა გააუქმეს.
„ყვარელში ლევან ბერძენიშვილი გვყავდა მოწვეული ლექციის ჩასატარებლად ევრო-ატლანტიკურ ცენტრში. პიკეტირება მოგვიწყვეს ჩამოყვანილებმა სხვადასხვა რაიონებიდან, რის გამოც უსაფრთხოების მიზნით შეხვედრის გაუქმება მოგვიწია. შენობაში ბევრი ბავშვი ელოდა შეხვედრას. ბატონი ლევანი ჩვენს სივრცემდე ფიზიკურად ვერ მოვიყვანეთ, რადგან ჩაკეტილი ჰქონდათ ყველა შემოსასვლელი. აი, აქამდე მივედით ამ ქვეყანაში“, – წერს ნიკა გურინი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: