Digest Logo

„კახის ეწყინა, როცა გაიგო, რომ შვილს ბელა არ დავარქვი...“ - რას ჰყვება ირაკლი კავსაძე

1714217220
ირაკლი კავსაძე:

ირაკლი კავსაძე ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში ცნობილ მამას, ლეგენდარულ ქართველ მსახიობ კახი კავსაძეს იხსენებს. 

მისი თქმით, როცა კახის შვილიშვილი ეყოლა და ბავშვს ბელა არ დაარქვეს, ცოტათი განაწყენდა.

„დედაჩემის გარდაცვალებიდან თითქმის ერთ წელიწადში გაჩნდა ჩემი უფროსი ქალიშვილი, ირინკა. კახი ელოდა, რომ ბელას დავარქმევდი, მე კი არ მინდოდა იმ გაგებით, რომ ჩემთვის ბელა იყო ერთი. კახის ეწყინა, როცა გაიგო, რომ ბავშვს ირინა დავარქვი და ამის გამო ცოტა დისტანციაც დაიჭირა ბავშვთან. მერე დაველაპარაკე და შევახსენე, რომ ბელას ნათლობის სახელი ირინა იყო და ამიტომაც დავარქვი. ამის შემდეგ გაიხსნა და ირინა მისი სამყარო გახდა. ირინკას დაბადება ორივეს ძალიან დაგვეხმარა ამ ტკივილის გადატანაში…“, - ამბობს ირაკლი კავსაძე.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ყველა გამოწვდილი ხელი მახსოვს, ყველა თბილი სიტყვა მახსოვს“ - 27 აპრილი კახი კავსაძის გარდაცვალების დღეა

⭕თბილისში თბილი ამინდი შენარჩუნდება - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

⭕მაისი, წლის ყველაზე ფეიერვერკული თვე - „შეგიძლიათ დაგეგმოთ ქორწილი და გადადგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები“