
დავით მაისურაძე პროფესიით კალიგრაფია, რომელმაც კალიგრაფიის ასოციაცია დააარსა. კალიგრაფი გადაცემა იმედის დღის ეთერში საკუთარ პროფესიაზე საუბრობს.
მაისურაძე ასევე არის პედაგოგი, რომელიც ბავშვებს კალიგრაფიას ასწავლის. მოსწავლეები ამბობენ, რომ კალიგრაფია არის დიდი შემოქმედება.
კალიგრაფმა ასევე გააკეთა ქართული ლიტერატურის „დიჯითალ“ ვერსია. ბეგთაბეგისეული დამწერლობის ციფრულ ვერსიაში შეგვიძლია ვეფხისტყაოსანიც წავიკითხოთ.
„ძალიან საინტერესოა ბავშვებთან, მუშაობა, რადგან ბავშვებში აღმოვაჩენ ხოლმე ისეთ ნიჭს, რომელიც მინდა რომ განვავითარო. ეს არ არის ხატვა ეს არის წერა. ასე ბავშვს გამოუმუშავდება კონცენტრაციის და ნებისყოფის უნარი და ასევე უვითარდება მოტორიკა“, - ჰყვება დავით მაისურაძე.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: