მსახიობისა და მომღერლის, ნანკა გვარის გადაცემის, „მარტოობის 15 წუთის“ სტუმარი მომღერალი თიკა ჯამბურია გახლდათ, სადაც კარიერასა და ცხოვრების სირთულეებზე ისაუბრა:
„ბევრჯერ მქონია ავარდნა-დავარდნა ცხოვრებაში, საინტერესოც ეგ არის, სწორხაზოვნად რომ არ მიდიხარ. კარგია, როცა იმდენად მაგარი ხარ, დაცემის შემდეგ დგები. ბევრი ადამიანია ისეთი ვინც წარსულში ჩარჩა და რომ დავფიქრდი მივხვდი, რომ ეგეთი ადამიანები არ მომწონს. ჩემი დავარდნები გამოვიყენე და უფრო მაგარი გავხდი. ასე მგონია რომ როლში ვიყავი და ეს მდგომარეობა მსიამოვნებდა. მე ვიყავი ტრაგიკული გოგო, რომელიც მიატოვეს და გული ატკინეს. რაღაც მომენტში ეგ პოზა მსიამოვნებდა და მეგონა, რომ რაღაცები მეპატიებოდა. ახლანდელი გადმოსახედიდან ეგ მდგომარეობა არ მომწონს. ზოგადად ურთიერთობები როცა ინგრევა, მგონია რომ მხოლოდ ერთი ადამიანი დამნაშავე არ არის. 50% შენ ხარ დამნაშავე და აძლევ უფლებას, რომ ცუდად მოგექცნენ. როგორც კი დავიწყე ყურება მეორე ადამიანის თვალით, მივხვდი რომ რაღაცები ჩემი ბრალიც არის“, - ამბობს თიკა ჯამბურია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: