Digest Logo

🎥 „კატასტროფის ბრიგადამ ჩამოიყვანა, მოუმწიფებელი ორგანიზმის გამო რისკები მაღალია...“ - 12 წლის მოზარდს სამშობიაროდ ამზადებენ

1669226508
სასწრაფო სამედიცინო დახმარება

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 12 წლის მოზარდს სამშობიაროდ ამზადებენ. არასრულწლოვანი თბილისში რუსთავიდან კატასტროფის ბრიგადამ გადმოიყვანა. 

არასრულწლოვანი მშობიარე ამ წუთებში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშაა. მას კლინიკაში შესაბამისი კვლევები უტარდება, რის შემდეგაც მოზარდს სავარაუდოდ საკეისრო კვეთას ჩაუტარებენ. კლინიკის ხელმძღვანელი „კურიერთან“ სატელეფონო საუბარში ამბობს რომ გოგონა 35 კვირის ფეხმძიმეა.

არსებული ინფორმაციით 12 წლის გოგონა ბავშვს მისივე მეგობრისგან ელოდება, რომელიც ასევე არასრულწლოვანია. ის პოლიციამ უკვე გამოჰკითხა. დაკითხეს თავად ფეხმძიმე მოზარდიც.

მოზარდის დედა „კურიერთან“ ამბობს, რომ გოგონას სერიოზული გართულებები არ აღენიშნება. ოჯახი მშობიარობის დასრულებას ელოდება. მშობელი საქმეზე სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს.

ფაქტზე გამოძიება სქესობრივი დანაშაულის კვალიფიკაციით მიმდინარეობს. პოლიციაში საქმის ირგვლივ დაკითხვები გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„მუჰამედმა წამართვა ტელეფონი, დამარბენინებს და მიღებს ფოტოებს“ - ნიკოლოზ წულუკიძე და ნანიკო ხაზარაძე იორდანიაში მოგზაურობენ (ფოტოები)

🔵„ჩვენი გოგო ძალიან ჯიუტია და საქართველოს პოპულარიზების შანსს ხელიდან არასდროს უშვებს“ - რას ჰყვება დავით ზურაბაშვილი ცოლზე

🔵🎥 „ნიკოს ოჯახს“ - ხვიჩა კვარაცხელიამ ნიკო კვარაცხელიას ოჯახს მაისური საკუთარი ხელმოწერით გაუგზავნა