Digest Logo

კათოლიკური ეკლესია დღეს ქრისტეშობას ზეიმობს

1608876806
შობა კათოლოკიეების

კათოლიკური ეკლესია დღეს, 25 დეკემბერს ქრისტეშობას ზეიმობს.

დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ კათოლიკურ ტაძრებში საზეიმო ლიტურგია ჩატარდა, თუმცა, პანდემიის გამო, ტრადიციული ღამისთევის გარეშე. თბილისში, ღვთისმშობლის ამაღლების ტაძარში, ღვთისმსახურება ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ ჩაატარა.

25 დეკემბერს შობას, კათოლიკეებთან ერთად, სხვადასხვა რჯულის წარმომადგენლები ზეიმობენ. ის მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში სახელმწიფო დღესასწაულად ითვლება.

ტაძრებში კოვიდპანდემიის გამო, მსახურება დადგენილი წესების დაცვით ჩატარდა.