Digest Logo

🎥 „კაცებიც აკეთებენ ჯადოს… ყავა არ უნდა დალიოთ სხვის ოჯახში“ - ეზოტერიკოსი მაია ყუფარაძე საზოგადოებას აფრთხილებს

1784629099
მაია ყუფარაძე

საიდან იწყება ჯადოსნური რიტუალების საიდუმლოებები და რა დაფარულ ძალებს ენდობა საზოგადოება ყველაზე ხშირად? გადაცემა „დღის პოსტის“ ეთერში ეზოთერიის აკადემიკოსი და კოსმოენერგეტიკოსი მაია ყუფარაძემ საქართველოში გავრცელებული მაგიური ზემოქმედებების, ჯადოს სახეობებისა და მათ მიღმა არსებული ფარული სამყაროს შესახებ ვრცლად ისაუბრა.

ეზოტერიკოსის თქმით, მაგიური ზემოქმედების მიყენებისას ხშირად იყენებენ სასმელს, განსაკუთრებით კი ყავას, რადგან მისი გემოვნური თვისებები ჯადოს შენიღბვას უწყობს ხელს.

ეზოტერიკოსმა გადაცემაში საკუთარი პრაქტიკიდან კონკრეტული მაგალითებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ჯადოს მსხვერპლნი სასულიერო პირებიც ხდებიან:

„ვაფრთხილებ ყველას, ყავა არ დალიონ უცხოსთან. რადგან ყავა ფარავს ყველაზე მეტად ჯადოს, გემოვნურ სინთეზს. ადრე იყო ტენდენცია, ქალები აკეთებდნენ ჯადოებს, ახლა კი შეიცვალა და ვნახე, კაცებიც აკეთებენ. ყველაზე მეტად კეთდება შურის გამო, აი მეზობელს რომ შეშურდება შენი მანქანა, შენი ბინა, შენი წარმატება. აი კარმული გადაადგილებაც ხდება, შენთან კეტავენ წარმატებას და მასთან გადადის. სულ შინაური აკეთებს ამას. 4 წლის მანძილზე სამი მამაო მყავდა, რომელსაც საშინელი ჯადო გაუკეთეს. ერთი ძალიან ცნობილია, აი საკაცით მომიყვანეს ისეთ მდგომარეობაში იყო“,- ჰყვება მაია ყუფარაძე.